• Ƀ/$

მსოფლიო ბერდება - 65 წელს გადაცილებულ პირთა რაოდენობამ 5 წლამდელთა რაოდენობას გადააჭარბა

13 აპრილი 08:00 | ანალიტიკა

მსოფლიო მასშტაბით როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ქვეყნებში სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობა იზრდება, შობადობა კი მცირდება რაც დემოგრაფიულ სურათს მნიშვნელოვნად ცვლის.

1960 წელს მსოფლიოში სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობა 52 წელს შეადგენდა. დღეს ეს მაჩვენებელი 72 წლამდეა გაზრდილი. თუ ადრე 65 წელს გადაცილებულ პირთა ხვედრითი წილი მთელ მოსახლეობაში მიზერული იყო, 2019 წელს 5 წლამდელთა ოდენობას გადააჭარბა. მომდევნო წლების პროგნოზით 5 წლამდელთა რაოდენობა თითქმის უცვლელად შენარჩუნდება, სამაგიეროდ 65 წელს გადაცილებულ პირთს ოდენობა 3.5-ჯერ გაიზრდება.



მოსახლეობის დაბერების ტემპი სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაა. იაპონიაში საშუალო ასაკი უკვე 48 წელს აღწევს. გერმანიასა და ესპანეთში 47-ს. საშაუალო ასაკი 40 წელს აჭარბებს საბერძნეთში, შვედეთში, კანადაში, სერბეთში, ბრიტენეთსა და მალტაში. საქართველოსი საშუალო ასაკი 39 წელია რაც რეგიონში რუსეთის შემდეგ - 40 წელი ყველაზე ბევრია. სომხეთში იგივე მაჩვენებელი 36 წელს შეადგენს, აზერბაიკანსა და თურქეთში 32-ს.


სურათი რადიკალურად განსხვავებულია ფრიკის ქვეყნებში. ნიგერო-15 წელი, მალი - 16, ჩადი -17, სომალი -18... ამ ქვეყნებში ასევე ძალიან მაღალია შობადობა, რომლის კოეფიციენტიც 5 და ზოგ შემთხვევაში 6-საც აღემატება, მაშინ როცა ევროპის რიგ ქვეყნებში ის არათუ 2-ზე 1.5-ზე ნაკლებიცაა.


თუ დემოგრაფიულ დიაგრამას ადრე პირამიდის ფორმა ჰქონდა დღეს ის ნელ-ნელა სვეტს ემსგავსება.


ასეთი მკვეთრი დემოგრაფიული ცვლილება რამდენიმე აუცილებლობას გააჩენს. მწვავე წინააღმდეგობების მიუხედავად აუცილებლად გაიზრდება საპენსიო ასაკი. გაიზრდება ჯანდაცვის ხარჯებიც. პოლიტიკოსები და მწარმოებლები იძულებულები გახდებიან ასაკიანი ადამიანების გემოვნებას მოერგონ.


მოსახლეობის ზრდის ტემპი შენელდება. თუ 1900-დან 2000 წლამდე პლანეტის მოსახლეობა 275%-ით 1.6-დან 6 მლრდ-მდე გაიზარდა, ამ საუკუნის ბოლომდე ზრდის ტემპი 87%-მდე ანუ 11.2 მლრდ-მდე შემცირდება.


 


მსგავს თემაზე:

პლანეტის მოსახლეობის 3% 10 ქალაქში ცხოვრობს


აზერბაიჯანის მოსახლეობის რაოდენობა 10 მლნ–ს უახლოვდება


მსოფლიო ბანკი: პლანეტის მოსახლეობის ნახევარი დღეში $5,5-ზე ნაკლებს მოიხმარს


პლანეტის მოსახლეობა 2018 წელს 80 მლნ-ით გაიზარდა



სხვა სიახლეები