• Ƀ/$

ამერიკის უმსხვილესი ბანკები შესაძლოა რუსული ფულის გათეთრებაში მონაწილეობდნენ

11 აპრილი 06:49 | ფინანსები

„ამერიკის ბანკმა“, „მორგან სტეინლიმ“ და „სითიგრუპმა“ საკუთარი კლიენტების ანგარიშები შეამოწმეს, რათა მათი მხრიდან რუსული ფულის შესაძლო გათეთრება გამორიცხონ. ამის შესახებ Financial Times იტყობინება. 

„ამერიკის ბანკის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ბრაიან მონიჰანმა და „მორგან სტენლის“ ხელმძღვანელმა ჯეიმს გარმენმა განაცხადეს, რომ კლიენტთა ანგარიშებზე რაიმე საეჭვო ფინანსური აქტივობა არ აღმოჩნდა, ხოლო “სითიგრუპის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ კორბატმა გამოძიებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა.


ამერიკის ბანკებში გამოძიების დაწყების მოთხოვნა ფინანსური მომსახურების კომიტეტის თავმჯდომარის მაქსიმ უოტერსის მიერ გაიგზავნა. ამის წინაპირობა კი „დოიჩე ბანკში“ რუსი კლიენტების მხრიდან ფულის გათეთრების ვარაუდით ჩატარებული გამოძიება გახდა.


მსგავს თემაზე:

„თიბისი“ უზბეკეთში ბანკის დაარსებას გეგმავს



სხვა სიახლეები