• Ƀ/$

სავალუტო ფონდის შეხვედრაზე სების პრეზიდენტის გამოსვლის მთავარი თემა ინფლაციის თარგეტირება იქნება

11 აპრილი 07:16 | ფინანსები

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე 11-16 აპრილს, ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (სსფ) და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას.

ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, კობა გვენეტაძე  სსფ-ის  დირექტორის მოადგილესთან ტაო ჟენგთან, ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის დირექტორთან ჯიჰად აზურთან,  მისიის ხელმძღვანელთან მერსედეს ვერა-მარტინსთან, ჰოლანდიის ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორთან და მისიის სხვა წევრებთან გამართავს შეხვედრებს.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში კობა გვენეტაძე სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის დირექტორთან, ჯიჰად აზურთან ერთად მონაწილეობას მიიღებს  დისკუსიაში "მმართველთა საუბრები". ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გამოსვლის თემა იქნება- "საქართველოს გამოცდილება ინფლაციის თარგეთირების მიმართულებით". 


აშშ-ში ვიზიტისას დაგეგმილია კობა გვენეტაძის შეხვედრები სსფ-ის ფულად-საკრედიტო და კაპიტალის ბაზრების დეპარტამენტისა და აშშ-ის ხაზინის წარმომადგენლებთან.   

გარდა ამისა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს სამუშაო შეხვედრებში, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის საქართველოში ვიზიტს უკავშირდება. კრისტინ ლაგარდი თბილისს მაისის მეორე ნახევარში ეწვევა. 

საგაზაფხულო შეხვედრებში ასევე მონაწილეობენ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველები და ალტერნატიული მმართველები და მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის საფინანსო სექტორის წარმომადგენლები. მონაწილეები გლობალური მნიშვნელობის საკითხებს, მათ შორის მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივებს, სიღარიბის დაძლევის, ეკონომიკის განვითარებისა და დახმარების ეფექტურობის, ასევე, კიბერუსაფრთხოებისა და ფინანსური ტექნოლოგიების თემებს განიხილავენ.


მსგავს თემაზე:

სავალუტო ფონდმა საქართველოს $41.6 მლნ გამოუყო


ინფლაციის განაკვეთმა მარტში 3.7%-ს მიაღწია



სხვა სიახლეები