• Ƀ/$

Google Wing-მა ამანათების დრონით მიწოდება დაიწყო

11 აპრილი 11:26 | ტექნოლოგიები

Wing-მა, რომელოიც Google-ის შვილობილი კომპანიაა, ავსტრალიის დედაქალაქ კანბერაში უკვე 100-ზე მეტ მომხმარებელს შეკვეთა დრონის მეშვეობით მიუტანა სახლში.

დრონით გადასატანი შეკვეთების სიაში ჯერ-ერობით შედის ყავა, მედიკამენტები და სურსათი, წერს BBC.


შეკვეთების დრონით მიტანის სერვისის ტესტირებას კომპანია 2014 წლიდან ახორციელებდა.


სერვისის დანერგვის პროცესმა, დრონის ხმაურის გამო, მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია. Wing-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საზოგადოების გამოხმაურება ამ კუთხით სასარგებლოა და სერვისის გაუმჯობესებაზე მუშაობას განაგრძობენ.


ამასთანავე, დრონები მხოლოდ დღის საათებში და შაბათ-კვირას 08:00 საათიდან იფრენენ და ისინი ხალხმრავალ ადგილებსა და მთავარ გზებთან არ დაიშვებიან.


მსგავს თემაზე:

საქართველოში პირველი დრონი დარეგისტრირდა


გერმანიის მთავრობამ Audi-სა და Airbus-ის დრონიტაქსების ტესტირების ნებართვა გასცა


დრონს დღე-ღამეში 100 000 ხის დარგვა შეუძლია


საქართველოში პირველი აგროდრონი დარეგისტრირდა



სხვა სიახლეები