• Ƀ/$

I კვარტალში საქართველოს აეროპორტებში ფრენების რაოდენობა 24%-ით გაიზარდა

11 აპრილი 12:29 | ეკონომიკა

2019 წლის განვლილი სამი თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში 859-ით მეტი რეისი განხორციელდა. სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობა სულ იყო - 5 200, აქედან რეგულარული რეისების რაოდენობაა 4 640, ხოლო ჩარტერების 560. 

2018 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული რეისების რაოდენობასთან შედარებით, ზრდა 24%-ს შეადგენს.


მიმდინარე წლის პირველი სამი თვის მონაცემებით, ზრდა დაფიქსირდა სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც. საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 5 805 ტონა შეადგინა, რაც 1 753 ტონით, შესაბამისად, 43.27%-ით მეტია ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გადაზიდული ტვირთის ოდენობა.


საქართველოს საავიაციო ბაზარზე მოქმედი ავიაკომპანიების პროცენტულ წილების მიხედვით, 2019 წლის 3 თვის მონაცემებით, “Wizz Air” ლიდერობს. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ბაზრის 15%-იან წილს ფლობს. წამყვან პოზიციებზე იმყოფებიან აგრეთვე  “Turkish Airlines”  და ქართული ავიაკომპანია “Georgian Airways”. რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:


• ავიაკომპანია “Wizz Air” – 152 697 მგზავრი 15%;


• ავიაკომპანია “Turkish Airlines” – 110 962 მგზავრი 11%;


• ავიაკომპანია “Georgian Airways” – 99 324 მგზავრი 11%;


• ავიაკომპანია “Pobeda Airlines” – 96 546 მგზავრი 10%;


• ავიაკომპანია “Ural Airlines” – 60 507 მგზავრი 6%


პროცენტული თანაფარდობა ქართულ და უცხოურ ავიაკომპანიებს შორის შემდეგია: 89% (უცხოური ა/კ) / 11% (ქართული ა/კ).


საქართველოში ფრენების (აფრენა, დაფრენა და შიდა გადაფრენა) ზრდის კუთხით, ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) საპროგნოზო მონაცემები 2019 წლის პირველი კვარტალისთვის 22.3%-ს შეადგენდა. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში „ევროკონტროლი“ ფრენების 15.3%-იან ზრდას პროგნოზირებს.


მსგავს თემაზე:

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 21%–ით გაიზარდა


ათათურქის აეროპორტი სამუდამოდ იხურება



სხვა სიახლეები