• Ƀ/$

თბილისის მერიასთან 14:00 საათზე აქცია გაიმართება

12 აპრილი 04:58 | მედია ბიზნესისთვის - M2B

„მწვანე კლუბი“ დღეს, 12 აპრილს თბილისის მერიის შენობასთან აქციას გამართავს, რომელზეც დედაქალაქის ხელმძღვანელ პირებს რამდენიმე მოთხოვნას წაუყენებენ.

აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ რელიზში ნათქვამია, რომ აქტივისტებს შემდეგი მოთხოვნები აქვთ:



  • ავტოტრანსპორტის მოძრაობის მოწესრიგება

  • გაუმართავი ავტომანანების საკითხის დარეგულირება

  • ეფექტური რეგულაციების შემოღება

  • ეფექტური რეფორმა, რომელიც შეეხება ტაქსებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ეკოლოგიური საფრთხის გამომწვევ ყველა სხვა ფაქტორს.


აქციის ორგანიზატორები ასევე მოითხოვენ თბილისის მერიის მიერ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ორგანიზებას, რომელშიც ახალგაზრდები ჩაერთვებიან.


„მწვანე კლუბის“ საკონტაქტო პირია გიორგი. ტელ: 598 29 12 78.


სხვა სიახლეები