• Ƀ/$

მსოფლიო ბანკი საქართველოში მიმდინარე განათლების რეფორმას მხარს უჭერს

12 აპრილი 06:45 | მედია ბიზნესისთვის - M2B

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აშშ-ში ვიზიტის მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, სირილ მიულერს შეხვდა, რა დროსაც მხარეებმა არსებული პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები მიმოიხილეს. 

შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა რეფორმების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და გამოითქვა იმედი, რომ თანამშრომლობა მსოფლიო ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება.


„მსოფლიო ბანკი მიესალმება მთავრობის მიერ ინიცირებულ განათლების რეფორმას. ბანკის წარმომადგენელთა მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, აქტიურად ჩაერთონ აღნიშნული რეფორმის განხორციელების პროცესში, როგორც ფინანსური მხარდაჭერის გზით, ასევე, ექსპერტების მონაწილეობით. გარდა ამისა, მსოფლიო ბანკი გააგრძელებს საქართველოსთან თანამშრომლობას ინფრასტრუქტურის, განსაკუთრებით, ენერგეტიკის სექტორში. ის გამოყოფილი ფინანსური სახსრები, რომელიც მსოფლიო ბანკის მხრიდან უნდა დაიხარჯოს შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში, საკმაოდ შთამბეჭდავია. რაც შეეხება განათლების რეფორმას, ეს არის გრძელვადიანი რეფორმა და სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ პროცესში ისეთი პარტნიორის მხარდაჭერა, როგორიც არის მსოფლიო ბანკი“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.


„ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დელეგაციასთან მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრის ფორმატში შეხვედრა. ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი დისკუსია მთავრობის პრიორიტეტებსა და იმ პროექტებზე, რომელიც საქართველოში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. კერძოდ, ჩვენ განვიხილეთ განათლების საკითხები, სადაც საქართველოს მთავრობა ცდილობს ვითარების გაუმჯობესებას და ამით ქვეყანას მისცეს წინსვლის საშუალება. ასევე, მიმოვიხილეთ ენერგეტიკული სექტორი და ქვეყნის ეკონომიკაში არსებული მდგომარეობა. მოხარული ვარ, რომ საქართველო აგრძელებს მტკიცე ზრდას, მიუხედავად რთული ეკონომიკური მდგომარეობისა მეზობელ ქვეყნებში“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, სირილ მიულერმა.


მსოფლიო ბანკი საქართველოში მიმდინარე რეფორმების აქტიური მხარდამჭერია. მსოფლიო ბანკთან 25-წლიანი თანამშრომლობის განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში ბანკის 100-ზე მეტ პროექტში, დაახლოებით, 4.3 მლრდ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა.


მსგავს თემაზე:

მსოფლიო ბანკის ლოგისტიკის ინდექსში საქართველომ 11 ადგილით აიწია


მსოფლიო ბანკი: პლანეტის მოსახლეობის ნახევარი დღეში $5,5-ზე ნაკლებს მოიხმარს


მსოფლიო ბანკი საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების გაზრდას გეგმავს


განათლების დაფინანსების მოცულობა მშპ–ის 6%–ს მიაღწევს



სხვა სიახლეები