• Ƀ/$

მსხვილ მომხმარებლებს მაისიდან ელექტროენერგიის მომწოდებლის არჩევა შეეძლებათ

12 აპრილი 09:55 | ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ნათია თურნავას განმარტებით, დაწყებულია ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესი, სადაც გამოყენებული იქნება  ლიბერალური მიდგომები იმისთვის, რომ პროექტმა მეტი სიკეთე შექმნას. 

„ბაზრის გახსნის პირველი ეტაპი დაიწყება ამ წლის მაისიდან,  როდესაც მომხმარებლების ნაწილი - მსხვილი ინდუსტრიული მომხმარებლები გავლენ თავისუფალ ბაზარზე. მათ ჩვენ ვთავაზობთ ახალ მექანიზმებს და მხარდამჭერ ღონისძიებებს, რომ პროცესი იყოს ნაკლებად საგრძნობი და ამავდროულად, მოგვეცეს საშუალება, მეტი მოქნილობა გვქონდეს მოსახლეობასთან და მათი კალათა უფრო მეტად იყოს უზრუნველყოფილი შედარებით იაფი გენერაციის წყაროებით“ - განაცხადა ნათია თურნავამ.


მსგავს თემაზე:

სემეკმა სს „სვანეთი ჰიდროს“ სახელზე ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გასცა


ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის ტემპი გამომუშავებას უსწრებს - გამოსავალი განახლებად ენერგიაშია?



სხვა სიახლეები