• Ƀ/$

ავტომობილები 1000 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით

20 აპრილი 11:00 | ტექნოლოგიები

სპორტული სუპერქარები საათში 400-450 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებენ, რაც სტანდარტულ სედანზე 2-ჯერ მეტია, მაგრამ 3-ჯერ ნაკლებია სპეციალურად სიჩქარის რეკორდისთვის შექმნილ ავტომობლებზე.

500 კმ/სთ-იანი ზღვარი ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომამდე 1937 წელს ბრიტანეთში დაიძლია. 7 ტონიანმა და 36 ლიტრის მოცულობის ძრავის მქონე Thunderbolt-მა, რომლის სიმძლავრეც 2350 ცხენის ძალას აღწევდა, 1937 წლის 502 კმ/სთ, 1938 წლის 15 სექტემბერს კი უკვე 575 კმ/სთ განავითარა და დამსახურებულად შევიდა ისტორიის კუთვნილებაში.



1000 კმ/სთ-იანი ზღვარის გადასალახად 33 წლიანი მოცდა გახდა საჭირო. 1970 წლის 23 ოქტომბერს, აშშ-ში, Blue Flame-მ 1014 კმ/სთ სიჩქარე განავითარა. მისი სიმძლავრე 58 000 ცხენის ძალას შეადგენდა.



ამჟამინდელი რეკორდი Thrust SSC-ს ეკუთვნის (SSC - Supersonic car) 1997 წლის 15 ოქტომბერს მან 1228 კმ/სთ განავითარა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სახმელეთო ტრანსპორტმა ბგერის სიჩქარეს-1188 კმ/სთ-ს გადააჭარბა. ის უფრო სწრაფია, ვიდრე ყველა სამოქალაქო თვითმფრინავი კონკორდის ჩამოწერის შემდეგ. მისი ძრავები ჯამში 102 000 ცხენის ძალის სიმძლავრეს აღწევენ. ავტომობილის სიგრძე 16.5 მეტრია, წონა 10.5 ტონა.



Thrust SSC-ის რეკორდი შთამბეჭდავია, მაგრამ არა დაუძლეველი. 2020 წელს Bloodhound SSC-ს დაგეგმილი აქვს 1609 კმ/სთ-ს განვითარება, რაც იქნება პირველი შემთხვევა როდესაც ხმელეთზე მოსიარულე ტრანსპორტის სიჩქარე საათში 1000 მილს გადააჭარბებს.



მსგავს თემაზე:

სამოქალაქო თვითმფრინავის მომავალი, როგორი იქნება ის 20 და 50 წლის შემდეგ


მატარებლის ისტორია, ორთქმავლიდან ჰიპერ-ლუპამდე


ნორვეგია 2020 წლიდან სრულად ავტონომიურ გემებს გამოუშვებს


TOP 3 ყველაზე სწრაფი ავტომობილი



სხვა სიახლეები