• Ƀ/$

ფულადი გზავნილების მოცულობა 4.5%-ით გაიზარდა

15 აპრილი 12:33 | ფინანსები

საქართველოში შემოსაულმა ფულადი გზავნილების მოცულობამ 2019 წლის მარტში $138 მლნ (371 მლნ ლარი) შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 4.5%-ით აღემატება.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.6 პროცენტი იმ 17 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მარტში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 17 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთელი ფულადი გზავნილების  93.0 პროცენტი მოდიოდა.


ევროკავშირის ქვეყნების წილი 1 წელიწადში 33.9%-დან 38.3%-მდე გაიზარდა, გზავნილების მოცულობა გაზრდილის იტალიიდან, საბერძნეთიდან, გერმანიიდან... გზავნილები გაზრდილია ასევე აშშ-დან და უკრაინიდან.


რუსეთი კვლავ რჩება ლიდერ სახელმწიფოდ გზავნილების მოცულობაში, თუმცა მისი წილი 1 წელიწადში 28.9%-დან 25.6%-მდე შემცირდა.  


მსგავს თემაზე:

I კვარტალში ექსპორტი 12.8%-ით გაიზარდა



სხვა სიახლეები