• Ƀ/$

მაღალმთიან აჭარაში დამატებით 15 200 აბონენტი გაზიფიცირდება

15 აპრილი 15:43 | ეკონომიკა

აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ შუახევის მუნიციპალიტეტი (ხიჭაურის დასახლება) -გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე (ზანკები), ბუნებრივი აირის მილსადენის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. 

სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 34 მლნ ლარია.


აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის მსურველ სუბიექტებს შესაბამისი განცხადების გაკეთება 5 მაისიდან 10 მაისამდე შეეძლებათ. გამარჯვებულმა კომპანიამ გაზის მილსადენის სამშენებლო სამუშაოების შესრულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვეში უნდა უზრუნველყოს.


მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პირველი ეტაპი დასრულებულია. სოფ.სალიბაურიდან-სოფ.ხიჭაურამდე გაზის მილები ცენტრალური მაგისტრალის 65 კმ. მონაკვეთზე ჩაიდო, რაც 11 000 აბონენტის გაზიფიცირებას ითვალისწინებს.


გაზსადენი ხელვაჩაურის, ქედის და შუახევის (ხიჭაურის) ბუნებრივი გაზით მომარაგებას უზრუნველყოფს. სამშენებლო სამუშაოებში 120 ადამიანი დასაქმდა.


უკვე დაწყებულია მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების მეორე ეტაპი, რაც შუახევიდან(სოფ.ხიჭაური)-გოდერძის უღელტეხილამდე, 54.0 კმ. მონაკვეთზე ძირითადი გაზსადენის მშენებლობას ითვალისწინებს.


დამატებით 15 200 აბონენტის გაზიფიცირება მოხდება.


მსგავს თემაზე:

2019 - 20121 წლებში საქართველოში აბონენტების 90 პროცენტზე მეტი გაზიფიცირებული იქნება


2023 წლამდე დამატებით 217 დასახლებული პუნქტი გაზიფიცირდება


მთიან აჭარაში ტურისტების რაოდენობა 124%-ით გაიზარდა



სხვა სიახლეები