• Ƀ/$

ცოცხალი გული პირველად დაიბეჭდა 3D პრინტერზე

15 აპრილი 17:40 | ტექნოლოგიები

თელ–ავივის უნივერსიტეტის მეცნიერებმა პირველებმა შეძლეს 3D პრინტერზე ადამიანის ქსოვილისგან ცოცხალი გულის დაბეჭდვა. ამის შესახებ უცხოური მედია ურივერსიტეტის პრეს–სამსახურზე დაყრდნობით წერს.

თელ–ავივის უნივერსიტეტის პროფესორმა ტალ დვირმა 3D პრინტერის დახმარებით 3 საათსა და 30 წუთში დაბეჭდა ცოცხალი, მფეთქავი გული.


უნივერსიტეტში აღნიშნავენ, რომ ექსპერიმენტის პროცესში რამდენიმე ათეული გული დაიბეჭდა. მომავალში მათ ცხოველებს გადაუნერგავენ და ამ გზით შეეცდებიან იმის დადგენას, რამდენად კარგად მუშაობენ ისინი.


დაბეჭდილი გულების ზომა 2,5 სანტიმეტრს აღწევს, რაც ბოცვრის გულის მოცულობას უდრის.


სხვა სიახლეები