• Ƀ/$

„ზანავის“ მინერალური წყლის მოპოვების ლიცენზია აუქციონზე გაიყიდა

16 აპრილი 10:46 | ეკონომიკა

სოფელ ზანავის მიმდებარე ტერიტორიაზე „ზანავის“ მინერალური წყლის შესწავლა-მოპოვების 25-წლიანი ლიცენზია (ჭაბურღილები №39, №143 და №144)  აუქციონის წესით გაიყიდა.

აუქციონზე ლიცენზია 1 000 000 ლარად იყო გამოტანილი, გასაყიდმა ფასმა კი 1 100 000 ლარი შეადგინა. 15 აპრილს გამართული აუქციონის გამარჯვებული შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანი“ გახდა.


როგორც ეკონომიკის სამინისტროს წიაღის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, სალიცენზიო პირობების თანახმად, გამარჯვებული კომპანია  ვალდებულია  ლიცენზიის ძალაში შესვლიდან 5 წლის ვადაში, მინერალური წყლის ჩამოსხმის მიზნით განახორციელოს მინიმუმ 10 მილიონი  ლარის ინვესტიცია და ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში უზრუნველყოს  საქართველოს არანაკლებ  50  მოქალაქის დასაქმება.


მსგავს თემაზე:

ბორჯომში მდებარე რომანოვების სასახლე პირვანდელი სახით აღდგება



სხვა სიახლეები