• Ƀ/$

ახალციხიდან ბათუმამდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება

16 აპრილი 11:40 | ეკონომიკა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო - ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქცია დაიწყო. 

პროექტი 2 მონაკვეთადაა დაყოფილი და ჯამში რეაბილიტაცია  47 კილომეტრიან გზას და 7 ხიდს ჩაუტარდება. დაიგება 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარი.


ამ დროისთვის, ხულო-ზარზმის მონაკვეთზე სამობილიზაციო და მიწის სამუშაოები მიმდინარეობს. მაისიდან კი სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევა.


ხულო-ზარზმის განახლებული გზა, სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებს უმოკლესი გზით დააკავშირებს ერთმანეთთან. სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა. განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება.


აღნიშნული პროექტი ტურუსტული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება, განავითარონ საოჯახო ბიზნესი, სასტუმროები და ტურუზმის მომსახურებისთვის საჭირო ბიზნესი აწარმოონ.


ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქციას არაბეთის ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი (KFAED) აფინანსებს. პროექტის ჯამური ღირებულება 110 მლნ ლარს შეადგენს. სამუშაოების დასრულება 2020 წლის ოქტომბრისთვისაა დაგეგმილი.


მსგავს თემაზე:

ესტონეთი და ფინეთი შესაძლოა ერთმანეთს 100 კმ-იანი წყალქვეშა გვირაბით დაუკავშირდნენ


კიევი-ბათუმი-კიევის რეისები 25 მაისიდან, ბაქო-ბათუმი-ბაქოს რეისები კი 14 ივნისიდან დაიწყება



სხვა სიახლეები