• Ƀ/$

მსოფლიო ოკეანის საფრთხეები

16 აპრილი 12:54 | ანალიტიკა

მსოფლიო ოკეანე პლანეტის ზედაპირის 70%-ზე მეტს ფარავს. 60 მილიონი ადამიანი თავს თევზჭერით ირჩენს და საკვებით მილიარდობით ადამიანს ამარაგებს. დღეს ოკეანეს საფრთხე რამდენიმე მხრიდან ემუქრება.

გლობალური დათბობის შედეგად ანტარქტიდის, არქტიკისა და გრენლანდიის ყინულოვანი საფარი დაჩქარებული წესით განაგრძობს ზრდას რის შედეგადაც ტრილიონობით ტონა წყალი ოკენეს უერთდება, რაც მისი დონის ამაღლებას იწვევს. ზღვის დონის ამაღლება კი თავის მხრივ სანაპირო ქალაქებს წალეკვით ემუქრება.



მსოფლიო მოსახლეობის ზრდასთან ერთად იზრდება ადამიანების შემოსავლებიც, რაც თევზზეც ზრდის მოთხოვნას. ბოლო 50 წელიწადში თევზჭერა 5-ჯერ 19-დან 90 მლნ ტონამდე გაიზარდა. უკონტროლო თევზჭერის შედეგად ოკეენაეში რამდენიმე არეალი მთლიანად დაცარიელდა თევზისგან, რამდენიმე სახეობა სრულად განადგურდა, სახეობათანა ნაწილს კი ასევე განადგურება ემუქრება.



მესამე და არანაკლები მასშტაბის პრობლემა ოკეანის პლასტიკატით დაბინძურებაა. დაბინძურება სანაპირო ზოლიდან იწყება და ოკეანის სიღრმეებამდე აღწევს. მასში მნიშვნელოვანი წვლილი თითო გადაგდებული ბოთლითა თუ პარკით ტურისტებს მიუძღვით. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ცნობით 2017 წელს საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ 1.3 მლრდ შეადგინა და ეს რიცხვი 2030 წლამდე 500 მლნ-ით გაიზრდება.



პლასტიკატის ბოთლს სრულად დასაშლელად დაახლოებით 450 წელი სჭირდება. ამ დროს ის ხრწნას განაგრძობს. ცელოფანში გახვევით ან მისი ნაწილების გადაყლაპვით თევზი იღუპება. გადარჩენილები იწამლება და შემდგომ ეს მოწამლული თევზი ისევ ადამიანის ორგანიზმში ხვდება. პლასტიკატის სრულად აკრძალვა ამ ეტაპზე შეუძლებელია, მაგრამ მისის შეზღუდვის კამპანიას მრავალი სახელმწიფო, მათ შორის საქართველოც შეუერთდა. 


მსგავს თემაზე:

265 მლნ ცხენისძალიანი მზის ელექტროსადგური გლობალური დათბობის წინააღმდეგ


ყოველწლიურად მსოფლიო ოკეანეში 822 000 ეიფელის კოშკი წონის ნარჩენი ხვდება


ნახშირორჟანგის წილმა ატმოსფეროში უკანასკნელი 5 მილიონი წლის რეკორდი მოხსნა


ინდოეთი 2022 წლიდან პლასტიკატის ნაწარმს აკრძალავს


მსოფლიო ოკეანის 13% აუთვისებელია


ევროკავშირი პლასტიკატის ჭურჭელს მთლიანად კრძალავს



სხვა სიახლეები