• Ƀ/$

Aston Martin–მა პირველი ელექტრომობილი წარმოადგინა

16 აპრილი 14:28 | ტექნოლოგიები

კომპანიამ Aston Martin შანხაის ავტოსალონზე თავისი წარმოების პირველი ელექტრული ავტომობილი წარმოადგინა. ეს არის სედანი, რომელსაც Rapide E ეწოდება.

ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ვებგვერდი The Verge აქვეყნებს, რომელიც კომპიუტერული ტექნიკის, გაჯეტებისა და ცხოვრების სტილის თემებზე მუშაობს.


ავტომობილი 65–კილოვატიანი ბატარეითაა აღჭურვილი. მწარმოებლის განცხადებით, ერთი დამუხტვით მანქანა 200 მილზე მეტს (320 კმ) გადის. ძრავის სიმძლავრე 600 ცხენის ძალას, მაქსიმალური სიჩქარე კი 250 კმ/სთ–ს აღწევს.


Aston Martin Rapide E–ს მხოლოდ 155 ეგზემპლარს გამოუშვებს. ელექტრომობილის ფასი ჯურ უცნობია.


მსგავს თემაზე:

ელექტრომობილების ხაზს Audi-ც აფართოებს


ელექტროდამტენების მონტაჟისთვის თბილისის მერიაში 59 განცხადება შევიდა


ირლანდიაში ელექტრომობილების გაყიდვები 541%-ით გაიზარდა



სხვა სიახლეები