• Ƀ/$

რუსეთი სომხეთის ატომური ელსადგურის „გაახალგაზრდავებას“ გეგმავს

16 აპრილი 15:33 | ტექნოლოგიები

რუსული კომპანია „როსატომი“ სომხეთში მეწამორის ატომური ელექტროსადგურის „გაახალგაზრდავების“ ვარიანტებს განიხილავს. ამისათვის რუსი ინჟინრები სადგურის კორპუსის გამოწრთობის ინიციატივით გამოდიან.

ამის შესახებ სოჭში გამართულ საერთაშორისო ფორუმზე „ატომეკსპო–2019“ „რუსატომის“ გენერალურმა დირექტორმა ევგენი სალკოვმა განაცხადა.


მისივე თქმით, სადგურის კორპუსი ლითონის საფარითაა შეკრული, რომლის შიგნითაც ბირთვული რეაქცია მიმდინარეობს. თუმცა, დროთა განმავლობაში ეს ლითონის კედელი თხელდება, ხოლო მისი გამოცვლა უკიდურესად რთული ამოცანაა.


რუსმა მეცნიერებმა წარმოადგინეს კორპუსის მაღალ ტემპერატურაზე გამოწრთობის იდეა, წერს „სპუტნიკ არმენია“. აღნიშნული ტექნოლოგია რუსეთში რამდენიმე ატომურ სადგურზეა გამოცდილი.


მეწამორის ატომური სადგურის მუშაობის ახალ ვადებზე დასკვნას მეცნიერები დადებენ, განაცხადა სალკოვმა. ამჟამად საინჟინრო სამუშაოების კონკრეტული გეგმა მუშავდება.


მეწამორის აეს


მეწამორის ატომური ელექტროსადგური სომხეთის ქალაქ მეწამორთან, ერევნიდან დაახლოებით 30 კმ-ში მდებარეობს. ელექტროსადგური 1970-იან წლებში აშენდა და შედგება ორი ენერგობლოკისგან ВВЭР-440 ტიპის რეაქტორებით. ერთი ბლოკის სითბური წარმადობა შეადგენს 1375 მბტ-ს, ელექტრული კი — 440 მბტ-ს. იმ პერიოდში გამოყენებული ტექნოლოგია უკვე აღარ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს.


ელექტროსადგური აწარმოებს სომხეთის ელექტროენერგიის დაახლოებით 40%-ს. 1988 წელს მომხდარი მიწისძვრის გამო ის დროებით დაიხურა, თუმცა თურქეთისა და აზერბაიჯანის ბლოკადის გამო, რომელმაც ქვეყანაში ენერგოდეფიციტი შექმნა, სომხეთის მთავრობამ 1993 წელს ელექტროსადგურის ერთი რეაქტორი ისევ აამუშავა. მეორე რეაქტორი ექსპლუატაციაში გაუშვეს 1995 წლის 26 ოქტომბერს. არსებული რესურსებით ატომურ ელექტროსადგურს მუშაობა 2016 წლამდე უნდა დაესრულებინა.


სხვა სიახლეები