• Ƀ/$

საბანკო ექსპერტი: დაკრედიტების აქცენტები ბიზნეს დაკრედიტების მხარეს გადავა

17 აპრილი 15:04 | ფინანსები

„საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩეილაძემ BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა რომ დაკრეტიდების რეგულაციების მოკლევადიანი ეფექტი ამოწურულია.

არჩილ გაჩეჩეილაძის განცხადება ფეისფუქ პოსტის საშუალებით საბანკო ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ შეაფასა.


"ქვეყნის წამყვანი ბანკის დირექტორმა დაადასტურა ჩემი ბოლოდროინდელი შეფასებები და ანალიზი ახალ საბანკო რეგულაციებზე, როდესაც ცალსახად ავღნიშნე, რომ ნებისმიერ რეგულაციას ყოველთვის აქვს მოკლევადიანი ნეგატიური ზეგავლენა, რომელიც არის ამოწურვადი და დადებით შედეგს საშუალო და გრძელვადიან პერიოდში გვაძლევს, რისკების შემცირების, საპროცენტო განაკვეთების დაწევის და სისტემის სტაბილური განვითარების კუხით. ჩვენ ახალი საბანკო რეგულაციების კიდევ ერთ დადებით ეფექტსაც მალე ვნახავთ, როდესაც ბანკების საკრედიტო პორთფელის ბოლო წლების ასიმეტრია, რაც ბიზნეს დაკრედიტების ტემპების შემცირების ფონზე, სამომხმარებლო დაკრედიტების არაპროპორციულ ზრდაში იყო ასახული, გასწორდება და დაკრედიტების აქცენტები ბიზნეს დაკრედიტების მხარეს გადავა. სწორედ ან ფაქტორებს ვგულისხმობდი როდესაც ავღნიშნე, რომ სამომხმარებლო კრედიტი არ არის სიღარიბის დაძლევის რეცეპტი, გამოსავალი არის ბიზნეს დაკრედიტების და ეკონომიკის სწრაფ ზრდაში. ამ განცხადებით ასევე დამტკიცდა, რომ პრობლემა იპოთეკური ბაზრის ვითომდა ჩამოშლაზე და ამ რეგულაციების ეკონომიკაზე ნეგატიურ გავლენაზე, მთლიანად იყო თითიდან გამოწოვილი, ცალკეული პოლიტიკასთან აფილირებული საექსპერტო და ინტერესთა ჯგუფების მხრიდან."


მსგავს თემაზე:

გიორგი ცუცქირიძე: წამყვანი ქართული ბანკები ვერ აცნობიერებენ პოლიტიკურ და სოციალურ რისკებს


გიორგი ცუცქირიძე: „არ მგონია ვინმე თი ბი სი ბანკის „ჩაძირვას“ აპირებდეს“



სხვა სიახლეები