• Ƀ/$

სამაშველო დრონი „რეგა“ დაკარგულ ადამიანებს დამოუკიდებლად მოძებნის

19 აპრილი 14:01 | ტექნოლოგიები

შვეიცარიის საავიაციო სამსახურმა სამაშველო დრონი Rega შექმნა, რომელსაც დაკარგული ადამიანის პოვნა და მის შესახებ ზუსტი კოორდინატების გადაცემა შეეძლება.

ცნობილია, რომ თანამედროვე უპილოტო საფრენი აპარატები ველურ ბუნებაზე დაკვირვების მიზნით შეიქმნა, თუმცა ამ შემთხვევაში მისი სამაშველო ოპერაციებისთვის გამოყენება იქნება შესაძლებელი.


დრონის სისტემაში ჩამონტაჟებული მრავალრიცხოვანი სენსორების, ხილული სპექტრის კამერების, თერმული ვიზუალიზაციის უნარისა და ინფრაწითელი ხედვის ისევე როგორც სატელეფონო თვალთვალის სისტემის წყალობით, ვერტმფრენს შეუძლია დიდი ფართობის ტერიტორიები დაასკანეროს.


სპეციალურად შექმნილი ალგორითმის წყალობით, რომელიც მის სათვალთვალო კამერებში წერია, Rega მოპოვებულ გამოსახულებას ამუშავებს და დისტანციურ ოპერატორებს გადასცემს. სატელიტური ნავიგაციის მეთოდების გამოყენებით მას 100 მეტრის სიმაღლეზე ფრენა და კონკრეტული საძიებო ტერიტორიის  შესწავლა შეუძლია.


Rega ამჟამად ტესტირების ფაზაშია და ჯერჯერობით მისი სამაშველო შესაძლებლობები სხვა ვერტმფრენების დახმარებით შემოიფარგლება, თუმცა 2020 წლიდან ის სამძებრო მოქმედებებს აბსოლუტურად დამოუკიდებლად დაიწყებს.


მსგავს თემაზე:

დრონს დღე-ღამეში 100 000 ხის დარგვა შეუძლია


დრონები აგროწარმოებას ზრდიან


Google Wing-მა ამანათების დრონით მიწოდება დაიწყო



სხვა სიახლეები