• Ƀ/$

ხაზარაძის ცნობილი 17-მილიონიანი ტრანსაქციის ფაქტობრივი დასასრული

19 აპრილი 16:59 | ფინანსები

„რეპორტიორის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, „თიბისი ბანკმა“ სასამართლოს სარჩელით მიმართა და ოფშორულ კომპანიაზე გადამისამართებული ცნობილი 17–მილიონიანი სესხის დაბრუნება მოითხოვა.

ამ რეზონანსულ საკითხთან დაკავშირებით ექსპერტი საბანკო–საფინანსო საკითხებში,. პროფესორი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს:


„მიმაჩნია, რომ ეს არის ამ რეზონანსული და ლამის პოლიტიკურად საჯილდაო ქვად ქცეული საქმის ფაქტობრივად კვანძის გახსნა. მე სხვა დროსაც ავღნიშნე, რომ ფულის სესხებით ამ თანხის ბანკის კაპიტალში შეტანა არ არის დანაშაული, მაგრამ სესხის გაცემის და შემდეგ მისი ჩამოწერის ბანკის მხრიდან განხორციელებული პროცედურა არის საზედამხედველო მარეგულირებელი ნორმების დარღვევა და ადმინისტრაციული დანაშაული, რასაც თი ბი სი ბანკიც დაეთანხმა და გადაიხადა ჯარიმა მილიონის სახით, ხოლო ბრალდება პროკურატურის მხრიდან, მაშინდელი მთავარი აქციონერების მიმართ, სულ მცირე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს ატარებს!


ამ საქმის პოლიტიკური მდგენელი კი იმაში მდგომარეობდა, რომ დღეს საკითხის განხილვისას ოპოზიციური სპექტრის და თავად ბანკის ყოფილი მთავარი აქციონერების მხრიდან რატომღაც 11 წლის წინანდელ ტრანზაქციაზეა ხდებოდა ხაზგასმა და არც თუ შემთხვევით შედარებით ნაკლები ყურადღება ექცევა იმ ფაქტს, რომ ამ ოპერაციის კვლავ საეჭვოდ „გაცოცხლება“ და ვალდებულებების ოფშორულ კომპანიაზე გადაფორმება მოხდა ხუთი წლის შემდეგ, 2012 წელს, ბანკის დირექტორატის წევრის მონაწილეობით, როდესაც ამ თავის მხრივ წარმოეშვა ბანკის აღნიშნული აქციონერებისაგან თანხის მოთხოვნის უფლება და ბუნებრივია, დამატებითი კითხვებიც აქ ჩნდებოდა. რადაგან ღიად რჩებოდა პასუხი მთავარ კითხვაზე - ამ ოფშორულ კომპანიას ეს სესხი ჩამოწერილი ჰქონდა თუ არა?!


ნიშანდობლივია, რომ „თიბისის“ მსხვილი უცხოელი აქციონერები მიმართავენ სასამართლოს - სწორედ ოფშორში რეგისტრირებულმა კომპანიამ, რომელსაც ბანკის ტოპ-მენეჯერი პაატა ღაზაძე მართავს, აღნიშნული თანხა ბანკს დაუბრუნოს, ანუ თავად სასამართლოსადმი მიმართვის და ფულის მოთხოვნის ფაქტი ადასტურებს, რომ ეს თანხა თავის დროზე მაქინაციით იყო გატანილი და გამოძიება რომ არ დაწყებულიყო, "ხახვივით შერჩებოდათ".


როგორც ჩანს, თიბისი ბანკის უცხოელი აქციონერები ამ კონკრეტულ ტრანსაქციასთან დაკავშირებით არსებული კითხვების ლეგიტიმურობაში დარწმუნდნენ, რის შემდეგაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ეღიარებინათ დარღვევა, ასევე ეროვნული ბანკის მიერ თიბისი ბანკისთვის დაკისრებული მილიონლარიანი ჯარიმის გადახდასა და ბანკის მმართველობიდან ხაზარაძე-ჯაფარიძის ჩამოშორების მოთხოვნას დათანხმებოდნენ.


ასევე, ეს ფაქტი ამყარებს ეჭვს, რომ ბუცხრიკიძეს ამ ფულის ამოღება დაავალეს სართაშორისო აქციონერებმა, რომლებიც დარწმუნდნენ, რომ ხაზარაძის ამ ოპერაციის ბანკი და აქციონერები დაზარალდნენ (ან ხაზრაძე ბანკს და შესაბამისად აქციონერებს და მეანაბრეებს ძარცვავდა).


ასევე გამოჩნნდა , რომ ცნობილი „მუქარის წერილის“ ერთგვარ ჯოკერად გამოყენების მცდელობაც სხვა არაფერი იყო თუ არა შეტევაზე გადასვლის მცდელობა და როგორც ვაჭრობა და შანტაჟი, დროის დეფიციტის შესაქმნელად და ამ თემის გადაფარვისათვის;


აღნიშნული პროცესი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის მხრიდან საკითხის პოლიტიზირებისა და ხელისუფლების მხრიდან ბანკზე ზეწოლად გასაღების მცდელობა, სრული აბსურდი იყო“, – წერს გიორგი ცუცქირიძე.


სხვა სიახლეები