• Ƀ/$

Sony PlayStation 5-ს 8K გარჩევადობის მხარდაჭერა ექნება.

21 აპრილი 15:12 | ტექნოლოგიები

ყველაზე პოპულარული სათამაშო კონსოლის Sony PlayStation 1-ის გამოსვლიდან 25 წელი გავიდა. კომპანიამ ახლა უკვე მისი მეხუთე ვერსიის PS5-ის გამოსვლა დააანონსა.

Sony Playstation-ის პირველი კონსოლი ბაზარზე 1994 წლის დეკემბერში გამოჩნდა მოკლე პერიოდში მისმა გაყიდვებმა 100 მლნ-ს გადააჭარბა. 2000 წელს PlayStation 2 გამოვიდა, რომელსაც უკეთესი გრაფიკული მონაცემები გააჩნდა. გაყიდვების რეკორდი სწორედ მან მოხსნა 155 მლნ ეგზემპლარით. ბოლო მოდელი კი ბაზარზე 2013 წელს გამოჩნდა.


PlayStation 5-ის ერთ-ერთი მთავარი ღირსება დახვეწილი გრაფიკული 8K გარჩევადობის მქონე გამოსახულება იქნება, ცხადია ამისთვის მას ანალოგიური გარჩევადობის ეკრანის მხარდაჭერა დასჭირდება.


კონსოლს 7 ნანომეტრიანი პროცესორი და გაზრდილი ოპერატიული მეხსიერება ექნება. მუდმივი მეხსიერების HDD დისკს კი SSD ჩაანაცვლებს, რაც ასევე გაზრდის მის სიჩქარეს და შეამცირებს დაყოვნების დროს.


ფასის შესახებ ამ დრომდე ინფორმაცია არ ვრცელდება. წინა მოდელი გამოსვლისას $400 ღირდა.


იაპონური ტექნოლოგიური გიგანტი SONY 1946 წელს დაარსდა. მისი წარმოების ძირითადი ხაზი სათამაშო კონსოლები, ვიდეო კამერები, სმარტფონები და ტელევიზორებია. 2018 წელს კომპანიის შემოსავალმა $76 მლრდ შეადგინა, წმინდა მოგებამ $4.6 მლრდ, საბაზრო კაპიტალიზაციამ $60 მლრდ. კომპანიაში მსოფლიო მასშტაბით 117 ათასი ადამიანია დასაქმებული.


მსგავს თემაზე:

SONY-ს ახალი ტელევიზორი სპეციალურად NETFLIX-ის ფილმებისთვის


Pimax-მა 8K გარჩევადობის ვირტუალური რეალობის სათვალე წარადგინა


იაპონური ტელევიზიები 4K-დან 8K გარჩევადობის ფორმატში მაუწყებლობაზე გადადიან


ოლიმპიური თამაშები 5G ინტერნეტით, 8K ტელევიზიითა და სმარტფონებისგან დამზადებული მედლებით



სხვა სიახლეები