• Ƀ/$

დედამიწის დღე, პრობლემები, შედეგები და გამოსავალი

22 აპრილი 15:40 | ანალიტიკა

22 აპრილს „დედამიწის დღე“ აღინიშნება, რასაც საფუძველი 49 წლის წინ 1970 წელს ჩაეყარა, იმ დროს როდესაც პლანეტის მოსახლეობამ გლობალური დათბობისა და კლიმატის ცვლილების რისკებიც გაცნობიერება დაიწყო.

მწვანე საფარის განადგურება, ატმოსფეროში ნახშირორჟანგის წილის ზრდა, გლობალური დათბობა და დანაგვიანება პრობლემების ძირითადი, მაგრამ არასრული ჩამონათვალია.


ატმოსფეროში ნახშირორჟანგის არსებობა ბუნებრივი მოვლენაა და ის სიცოცხლის არსებობისთვის აუცილებელიცაა, რადგანაც მის გარეშე პლანეტა მზის სხივების სითბოს შენარჩუნებას ვერ შეძლებდა და ყინულის საფარქვეშ გაეხვეოდა, თუმცა მისი დიდი რაოდენობა სითბოს გაცემას შეაჩერებდა და მას გადახურებისთვის გაწირავდა. ანალოგიური პროცესი მილიარდზე მეტი წლის წინ უკვე მოხდა მეზობელ ვენერაზე. მიუხედავად იმისა, რომ ვენერა 50 მლნ კილომეტრით უფრო შორსაა მზიდან ვიდრე მერკური, მასზე ტემპერატურა 45 გრადუსით უფრო მეტია და 470 გრადუსს ცელსიუსს აღწევს, რაც ტყვიის დნობის ტემპერატურას 150 გრადუსით აღემატება. ეს ყველაფერი კი ნახშირორჟანგის დამსახურებაა. ვენერას ატმოსფეროს 96.5%-ს ნახშირორჟანგი შეადგენს.



გამოთვლებით დგინდება, რომ დედამიწაზე 2 საუკუნის წინ, პირველი ინდუსტრიული რევოლუციის აქტიურ ფაზაში შესვლამდე CO2-ის წილი მილიონიდან 280, ანუ 0.028% იყო, 150 წელიწადში, 1958 წელს მისი წილი 35 ერთეულით 315-მდე გაიზარდა. კიდევ 60 წელიწადში კი თითქმის 100-ით. დიდი ხნის განმავლობაში მილიონიდან 400-იანი წილი კრიტიკულ ბარიერად იყო მიჩნეული, მაგრამ ეს ბარიერი 2015 წელს გადაილახა. დღეს ის 412-ს უდრის რაც ბოლო 5 მლნ წლის რეკორდია.


დაბინძურებული ჰაერისგან ყოველწლიურად 8.8 მლნ ადამიანი იღუპება, რაც მოწევით გამოწვეულ სიკვდილიანობასაც აღემატება. საქმე იმაშია, რომ რომ გლობალური დათბობა გვალვას და მიწების გამოფიტვას იწვევს, რაც შემდგომ მილიონობით ადამიანის შიმშილით სიკვდილის მიზეზი ხდება. ანტარქტიდის, არქტიკისა და გრენლანდიის ყინულის დნობა ოკეანის დონეს ამაღლება რაც სანაპირო ქალაქებს, მათ შორის: ნიუიორკი, სან-ფრანცისკო, ლოსანჯელესი, ლისაბონი, დუბლინი, სტამბოლი, ტოკიო, სეული... ცხადია საქართველოს სანაპირო ქალაქებსაც წალეკვას უქადის.



ბოლო 1 საუკუნეში პლანეტის საშუალო ტემპერატურა 0.8 გრადუსით გაიზარდა. 20 ყველაზე ცხელი ზაფხილიდან 17 XXI საუკუნეში დაფიქსირდა. 2015 წელს პარიზის კლიმატის ხელშეკრულებით სახელმწიფოები შეთანხმდნენ რომ არ დაუშვებდნენ ტემპერატურის დამატების 2 გრადუსზე მეტით ზრდას.


მცენარეები ოკეანეებთან ერთად კაცობრიობის მიერ გამოყოფილი ნახშირორჟანგის 50%-ს შთანთქავენ, ამ დროს კი ყოველწლიურად 130 000 კვადრატული კილომეტრი (საქართველოს ფართოფის 187%) ტყის საფარი ნადგურდება. მის საპირისპიროდ მილიონობით ხეებიც ირგვება, მაგრამ განადგურების ტემპი განაშენიანებისას უსწრებს.



კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საფრთხე დანაგვიანება, უმეტესწილად პლასტიკატით დაბინძურებაა. პლასტიკატის ბოთლს სრულად დასაშლელად დაახლოებით 450 წელი სჭირდება. ამ დროს ის ხრწნას განაგრძობს. ცელოფანში გახვევით ან მისი ნაწილების გადაყლაპვით ოკეანეში თევზი იღუპება. გადარჩენილები იწამლება და შემდგომ ეს მოწამლული თევზი ისევ ადამიანის ორგანიზმში ხვდება. პლასტიკატის სრულად აკრძალვა ამ ეტაპზე შეუძლებელია, მაგრამ მისის შეზღუდვის კამპანიას მრავალი სახელმწიფო, მათ შორის საქართველოც შეუერთდა.



2004-2017 წლებში მზის ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 170-ჯერ 2.6-დან 442.6 მლრდ კვტ/სთ-მდე გაიზარდა, ეს 16 900%-იანი ზრდაა, იმავე პერიოდში ნავთობის დღიური მოხმარება მხოლოდ 21%-ით 82-დან 99 მლნ ბარელამდე გაიზარდა, მაგრამ რაოდენობრივად ეს უკანასკნელი ბევრად მეტი იყო. თუმცა განახლებად ენერგიაზე ფასების ვარდნა მათ კიდევ უფრო პოპულარულს ხდის და გარდამტეხ წეტილს აახლოებს როდესაც ელექტრომობილის ფასი იმავე კლასის ბენზინზე მომუშავე ავტომობილისას გაუთანაბრდება, ალტერნატიული ენერგია კი წიაღისეულისას.



მსგავს თემაზე:

ისლანდიას 1 მილიარდი ხის დარგვა სურს


საქართველოში 5 ახალი ქარის ელექტროსადგური აშენდება


ატმოსფეროს დაბინძურება უფრო მეტ ადამიანს კლავს, ვიდრე მოწევა


განახლებადი ენერგიის თვითღირებულება 2 წელიწადში წიაღისეულისაზე იაფი იქნება


ირლანდიაში ელექტრომობილების გაყიდვები 541%-ით გაიზარდა


მსოფლიო ოკეანის საფრთხეები



სხვა სიახლეები