• Ƀ/$

ქალაქები, სადაც მძღოლებებს საცობებში ყოფნა წელიწადში 10 დღეზე მეტი უწევთ

26 აპრილი 12:00 | ტექნოლოგიები

საცობები თანამედროვე ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. ავტომობილის საშუალო სიჩქარე ზოგჯერ 10 კმ/სთ-მდეც ვარდება. მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი პრობლემას მხოლოდ ნაწილობრივ აგვარებს. 

თბილისში პიკის საათის დროს ქალაქის გარეუბნიდან ცენტრამდე მისაღწევად ავტობუსით 1 სთ-ზე მეტია საჭირო, მსუბუქი ავტომობილით თუ განსაკუთრებული შემთხვევა არ არის 40 წთ-ც საკმარისია, ეს არც ისე მცირე დროა, მაგრამ გასაშუალოებული მონაცემების აღებისას თბილისი საცობების უსიამოვნო რეიტინგში ვერ მოხვდა.


კოლუმბია ლათინოამერიკის ღარიბი სახელმწიფოა, რომელშიც კრიმინალი და მკვლელობების რიცხვი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. ავტომობილთა რაოდენობით 1000 კაცზე 116 ავტომობილით კოლუმბია 106-ე ადგილს იკავებს, მაგრამ მისი დედაქალაქი ბოგოტა საცობების მხრივ მაინც პირველ ადგილზეა. საშუალოდ 1 მძროლი ბოგოტაში წელიწადში 272 საათს საცობებში ატარებს რაც 11 დღე-ღამეზე მეტია. ეს გასაშუალებული მონაცემია და არა მხოლოდ პიკის საათებში დათვლილი დროების ჯამი.



მეორე ადგილს 254 საათით რომ იკავებს, დუბლინი მესამეზეა, პარიზი მეოთხეზე, ხუთეულს დონის როსტოვი ასრულებს.


შემთხვევითი არ არის, რომ 15-დან 11 ევროპული ქალაქია. (რუსეთის ქალაქების ჩათვლით) მაშინ როცა 1 სულ მოსახლეზე გათვლებითაც აშშ-სა და ავსტრალიაში უფრო მეტი ავტომობილი ჰყავთ. ერთ-ერთი პრობლემა ძველი ქალაქის ვიწრო ქუჩებია, რომელთა გაფართოებაც შეუძლებელია.


საცობებთან საბრძოლველად რამდენიმე მეთოდს მიმართავენ. პირველი და ყველაზე გავრცელებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაა. ტრამვაისა და მეტროს ხაზების გაფართოება, ავტობუსები. მეორე ეკოლოგიური გადასახადისა და პარკინგის მომსახურების ფასის ზრდა, ძველი და გაუმართავი ავტომობილების აკრძალვა. მესამე და შედარებით ახალი ხელოვნური ინტელექტია. ჭკვიანი კამერებისგან მიღებული ინფორმაციის ანალიზის მეშვეობით მძღოლს ონლაინ რეჟიმში მიეწოდება გადატვირთული ქუჩების შესახებ ინფორმაცია. ამასთან დამატებითი სტიმული მიზნით განსხვავებული და ცვლადი ფასი ექნება ქუჩებს დღის სხვადასხვა მონაკვეთშიც.


ისტორიაში ყველაზე დიდი საცობი მაინც ჩინეთში პეკინი-ჰონკონგის ავტომაგისტრალის 50 ზოლიან მონაკვეთზე დაფიქსირდა, რომელიც 10 დღეს გაგრძელდა.



მსგავს თემაზე:

მაღალი გამწვანების კოეფიციენტის მქონე ქალაქების უმეტესობა ევროპაშია


ჩინეთში საცობებს ხელოვნურ ინტელექტს დაუპირისპირებენ



სხვა სიახლეები