• Ƀ/$

ფინანსთა სამინისტრომ 30 მლნ ლარი ისესხა

23 აპრილი 13:25 | ფინანსები

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების 23 აპრილის აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

საქართველოს ერვნული ბანკის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 71 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.100%–ით, მაქსიმალური 7.150%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.133 %–ით განისაზღვრა.


კუპონური საპროცენტო განაკვეთი 7.375% შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.


სხვა სიახლეები