• Ƀ/$

ბიტკოინის ფასმა $5500-ს გადააჭარბა

23 აპრილი 14:36 | კრიპტოეკონომიკა

ბიტკოინის ფასმა 2018 წლის ნოემბრის შემდეგ $5500-იან ნიშნულს პირველად გადააჭარბა კაპიტალიზაციით კი $100 მლრდ-იან მაჩვენებელს მიუახლოვდა. გაზრდილია სხვა ციფრული ვალუტების ფასებიც. 

#1 კრიპტოვალუტის ღირებულება 1 კვირაში 9%-ით, ხოლო ბოლო 24 საათში 4%-ით გაიზარდა და $5560-ს მიაღწია. მისი კაპიტალიზაცია $98 მლრდ-ს შეადგენს, რაც ლრიპტობაზრის წილის 53.2%-ს უდრის.


2-2 პროცენტით გაძვირდა ეთერიუმი და ლაითკოინი, 4-4 პრეოცენტით ბიტკოინ ქეში და კარდანო.


იმ ვალუტების რაოდენობა რომელთა კაპიტალიზაცია $1 მლრდ-ს აღემატება ამ დროისათვის 14-ს შეადგენს.


2017 წელი ბიტკოინისა და კრიპტოვალუტების წელი იყო. $17 მლრდ-იანი კრიპტობაზარი 4800%-ით $830 მლრდ-მდე გაიზარდა, საკუთრივ ბიტკოინის ფასი 1900%-ით $1000-დან $20 000-მდე. სამთავრობო და ტრანსნაციონალური კომპანიების რეგულაციებმა 2018 წელს ბაზარი 8-ჯერ შეამცირა. ექსპერტები 2019 წელს ბაზრის გამოცოცხლებას და ფასების ხელახალ ზრდას ელიან, თუმცა იქნება თუ არა ეს 2017 წლის მასშტაბების ჯერ უცნობია.


სხვა სიახლეები