• Ƀ/$

ფინანსთა მინისტრის შეფასებით საპენსიო რეფორმა ეკონომიკას ყოველლიურად დამატებით 4%-ით გაზრდის

23 აპრილი 15:48 | ფინანსები

„საპენსიო რეფორმა ისტორიული მნიშვნელობისაა ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას. 

ფინანსთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ შეფასებებზე, რომლებიც ასახულია სარეიტინგო სააგენტოების მიერ გაკეთებულ დასკვნებში. მაგალითისთვის მან მოიყვანა სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ  საპენსიო სისტემა არის რეფორმა, რომელიც საშუალოვადიან პერიოდში, იქნება საგარეო რისკების შემცირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი.


„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ქვეყანაში არსებული საპენსიო სისტემის პრობლემები. ამგვარ გამოწვევებზე საპასუხოდ ყველაზე საუკეთესო, რაც მსოფლიოში გამოიგონეს, არის მრავალსვეტიანი საპენსიო სისტემა. სწორედ ეს არის ის, საითკენაც უნდა წავიდეთ ჩვენც. ბუნებრივია, ეს სისტემა გულისხმობს არსებული საბაზისო, უნივერსალური სვეტის შენარჩუნებასა და მნიშვნელოვნად გაძლიერებას. მრავალსვეტიანი სისტემის მთავარი მიზანი იყო და არის, ფისკალურად მდგრადი სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების ღირსეულ საპენსიო შემოსავლებს“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.


ფინანსთა მინისტრმა ასევე ხაზი გავუსვა, დაგროვებითი საპენსიო სისტემის გავლენას ეკონომიკის განვითარებაზე.


მაჭავარიანის განცხადებით, რეფორმას ექნება მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტი. კერძოდ, ეკონომიკური ზრდა, კაპიტალის ბაზრის განვითარება, პროდუქტიულობის ზრდა, საგარეო მოწყვლადობის შემცირება, შრომის ბაზრის ფორმალიზება, რესურსების უფრო ეფექტიანი გადანაწილება, კორპორატიული მმართველობის ხარისხის გაუმჯობესება, გრძელვადიანი დანაზოგებისა და გრძელვადიანი კაპიტალის შექმნა.


„ჩატარებული ანალიზის საფუძველზე, ასევე, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, მოსალოდნელია, რომ საპენსიო რეფორმა გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკას გაზრდის 4 პროცენტით, ხოლო მიმდინარე ანგარიშს გააუმჯობესებს 2 პროცენტული პუნქტით“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.


2+2+2-ის პრინციპით საპენსიო რეფორმა 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა, რომელშიც სავალდებულო წესით ყველა ოფიციალურად დასაქმებული ჩაერთო, თუმცა 1-ლი აპრილიდან 40 წელს გადაცილებულ პირებს მისი დატოვების სასუალება მიეცათ რომლის ვადაც 1-ელ ივნისს იწურება.


მსგავს თემაზე:

სების განცხადება საპენსიო დანაზოგების შესახებ


საპენსიო სააგენტოს აუდიტორი Ernst & Young გახდა


40 წელს მიღწეულ პირებს საპენსიო სქემის დატოვება შეეძლებათ



სხვა სიახლეები