• Ƀ/$

სამგორის რაიონში კიდევ ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

23 აპრილი 15:58 | მედია ბიზნესისთვის - M2B

თბილისში კიდევ ერთი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყო. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ამჯერად სამგორის რაიონში, ვარკეთილის მესამე მასივში შენდება.

პროექტის მიმდინარეობას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე გაეცნო. დაწესებულება 230 ბავშვზეა გათვლილი.


„დავიწყეთ კიდევ ერთი ბაგა-ბაღის მშენებლობა. აქ 8 ჯგუფი იფუნქციონირებს, რაც ნიშნავს, რომ დაწესებულება მიიღებს 230 აღსაზრდელს, დაასაქმებს 60-მდე ადამიანს. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის, უზრუნველყოფილი იქნება სახანძრო უსაფრთხოება, დამონტაჟდება ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები და დაცული იქნება ბავშვთა უსაფრთხოებისთვის საჭირო ყველა სტანდარტი“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.


მისივე თქმით, მშენებლობის დასრულება წლის ბოლოსათვის იგეგმება.


სამგორის რაიონში ამჟამად 27 ბაღია, მომავალი წლიდან კი ეს რიცხვი 29-მდე გაიზრდება.


მსგავს თემაზე:

ვაკის რაიონში, ხუთი საბავშვო ბაღის ეზოში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა


ისანში 350 ბავშვზე გათვლილი ახალი ბაგა-ბაღი შენდება



სხვა სიახლეები