• Ƀ/$

ნავობი რეკორდულ ნიშნულზეა

23 აპრილი 16:14 | ეკონომიკა

Brent–ის მარკის ნავთობის ივნისის ფიუჩერსების ფასი 0,88%–ით გაიზარდა და წელს პირველად ავიდა $74,69–მდე.

ნავთობის ბაზარი ზრდით რეაგირებს ვაშინგტონის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის თანახმად შტატები ყველა ქვეყანას უკრძალავენ ირანიდან ნავთობის იმპორტს. მანამდე ირანიდან ნავთობის გატანის აკრძალვა არ ეხებოდა იტალიას, საბერძნეთს, ჩინეთს, იაპონიას, სამხრეთ კორეას, ინდოეთს, ტაივანსა და თურქეთს.


აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს თქმით, ვაშინგტონის ამ გადაწყვეტილების შემდეგ ნავთობის ბაზარზე რყევები მინიმალური უნდა იყოს, თუმცა თეთრი სახლის მიერ გადაწყვეტილების გაჟღერებისთანავე, 22 აპრილს, მსოფლიო ბირჟებზე ნავთობის ფასი რეკორდული სისწრაფით გაიზარდა – Brent–ის ფასი გუშინდელ ვაჭრობაზე 3,25%–ით ავარდა.


სხვა სიახლეები