• Ƀ/$

აზერბაიჯანის საგარეო უწყება უარყოფს პარლამენტის სპიკერის განცხადებას ევროკავშირთან შეთანხმებაზე

23 აპრილი 17:17 | მედია ბიზნესისთვის - M2B

აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის ახალი შეთანხმების ხელმოწერა 13 მაისს არ შედგება, – ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–სამსახურის უფროსმა ლეილა აბდულაევამ სამშაბათს, 23 აპრილს განაცხადა.

მანამდე, დღესვე, აზერბაიჯანის პარლამენტის სპიკერმა ოგთაი ასადოვმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ახალი შეთანხმება 13 მაისს გაფორმდება.


მისივე თქმით, დოკუმენტი ხელმოსაწერად უკვე მზადაა.


ახალი დოკუმენტი ბაქოსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობების ახალი სამართლებრივი ბაზა გახდება, რომელიც 1996 წლის შეთანხმებას ჩაანაცვლებს.


საგარეო უწყების წარმომადგენელმა ლეილა აბდულაევამ განაცხადა, რომ „შეთანხმებაზე მოლაპარაკებები, რომელიც აზერბაიჯანისა და ევროპის კავშირის ურთიერთობების სამართლებრივი საფუძველი უნდა გახდეს, ჯერ კიდევ გრძელდება“.


მსგავს თემაზე:

აზერბაიჯანი ევროკავშირთან დიდი შეთანხმებისთვის ემზადება



სხვა სიახლეები