• Ƀ/$

22 აპრილის მდგომარეობით 168 მლნ ლარის დღგ-ის ზედმეტობაა დაბრუნებული

23 აპრილი 19:03 | ფინანსები

22 აპრილის მდგომარეობით, დღგ-ის ზედმეტობის სახით დაბრუნებულია  168 მლნ ლარი,- აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დეპუტატ ირაკლი მეზურნიშვილის კითხვის საპასუხოდ.

„შარშან დავაბრუნეთ 521 მლნ ლარი.  ეს იყო პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც  ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მასტიმულირებელი ფაქტორია. იმ სტიგმას, რომ დღგ-ს სახელმწიფო არ დაგვიბრუნებს, ან რომ ამას მოჰყვება საგადასახადო შემოწმება, ჩვენ ვანგრევთ და მგონია, რომ პრაქტიკულად, მინიმუმამდე დავიყვანეთ. 15 თებერვლიდან, გვაქვს ავტომატური დაბრუნების სისტემა, როდესაც გადამხდელები თავისი ანგარიშიდან აკეთებენ გადმორიცხვას და გრძობენ, რომ ეს ფული მათია. 15 თებერვლის შემდეგ, დაბრუნებულია  95 მლნ ლარი, საიდანაც 50 მლნ ლარზე მეტი, შეადგენს ავტომატურად დაბრუნებულ თანხებს და ეს  პროცესი კვლავ გაგრძელდება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.


მსგავს თემაზე:

რუსეთის დუმამ დღგ 20%-მდე გაზარდა


ფინანსთა მინისტრი: საბანკო რეგულაციები ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღებისთვის მნიშვნელოვანია


ივანე მაჭავარიანი: ჩვენი მიზანია, მინიმუმ 2%-ით მეტად გავიზარდოთ მეზობელ ქვეყნებთან შედარებით



სხვა სიახლეები