• Ƀ/$

პროგრამაში - „ისწავლე და დასაქმდი“ ჩართვის მსურველთა რეგისტრაცია 24 აპრილს დაიწყო

24 აპრილი 13:24 | მედია ბიზნესისთვის - M2B

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებთან ერთად,  პროფესიული გადამზადების მასშტაბურ პროგრამას - „ისწავლე და დასაქმდი“ იწყებს. 

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული პროექტი გასულ წელსაც განხორციელდა.


„ქვეყანაში და თბილისშიც ყველაზე დიდ პრობლემას დასაქმება წარმოადგენს. შესაბამისად, პროექტი, რომელსაც „ისწავლე და დასაქმდი“ ჰქვია, გასულ წელს განვახორციელეთ და ძალიან დიდი წარმატება მოჰყვა - ეს არის ახალგაზრდების ხელშეწყობა პროფესიული გადამზადების თვალსაზრისით. გვაქვს სრული ინფორმაცია, თუ რაზეა მოთხოვნა ბიზნესის მხრიდან და სად არიან საჭირო პროფესიონალი, გადამზადებული და კვალიფიციური ადამიანები. აღნიშნულ პროექტს წელსაც ვიწყებთ იმისთვის, რომ ახალგაზრდებს მივცეთ შესაძლებლობა, გადამზადების შემდეგ, ბიზნესში, კერძო ან საჯარო სექტორში დასაქმდნენ. ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროგრამაში მონაწილე ადამიანები უფრო პროფესიონალები გახდნენ და კვალიფიკაცია აიმაღლონ. სასწავლო კურსი სამი თვე გაგრძელდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.


მისივე თქმით, პროგრამაში ჩართვის მსურველთა რეგისტრაცია 24 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.


„მინდა მივმართო ყველას, ვისაც სურვილი აქვს, რომ რეგისტრაცია 24 აპრილიდან იწყება და 7 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. პროგრამასთან დაკავშირებით, სრული ინფორმაციის მიღება მერიის ვებგვერდზე არის შესაძლებელი. დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი დაინტერესდება, გადავამზადებთ და მათგან ბევრი დასაქმდება. წარმატებებს ვუსურვებ ყველა ახალგაზრდას“, - აღნიშნა თბილისის მერმა.


დედაქალაქის მერის მოადგილის, სოფიო ხუნწარიას ინფორმაციით, პროფესიული გადამზადების პროგრამის ფარგლებში, ერთი წლის განმავლობაში, 1 000-მდე ადამიანი გადამზადდა, მათგან 80% კი დასაქმდა.


მსგავს თემაზე:

თბილისის მეტროში სავენტილიაციო სისტემა განახლდება


თბილისში ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი დაიწყო



სხვა სიახლეები