• Ƀ/$

უკრაინაში სახელმწიფო კომპანიებს ბიუჯეტში მოგების 90%–ის გადარიცხვა დაავალდებულეს

24 აპრილი 15:30 | ეკონომიკა

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა სახელმწიფო კომპანიების მიერ 2019 წელს ბიუჯეტში მოგებიდან გადასახადის ნორმატივი 75%–დან 90%–მდე გაზარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

უკურაინის პრემიერ–მინისტრმა ვლადიმირ გროისმანმა აღნიშნა, რომ მთავრობა უფლებას იტოვებს, ცალკეული სახელმწიფო კომპანიებისთვის გადასახადი შეამციროს, მათივე საინვესტიციო პროგრამების რეალიზაციის ხელშეწყობისთვის.

სააგენტო „უნიანის“ ცნობით, უკრაინის მთავრობამ კომპანიებისთვის, რომელთა წილში სახელმწიფო დომინირებს, წმინდა მოგებიდან ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახადი 50%–დან 75%–მდე 2018 წლის თებერვალში გაზარდა.


სხვა სიახლეები