• Ƀ/$

პოლონეთმა რუსული ნავთობის ტრანზიტი ცუდი ხარისხის გამო შეწყვიტა

25 აპრილი 11:54 | კომპანიები

პოლონეთმა ბელარუსიდან მიწოდებული რუსული ნავთობის ტრანზიტი შეწყვიტა. ამის შესახებ სააგენტო „ბელტა“ წერს.

„გომელტრანსნეფტ დრუჟბას“ მთავარმა ინჟინერმა ანდრეი ვერიგომ სააგენტოს უთხრა, რომ პოლონეთისა და გერმანიის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები ასეთი დაბალი ხარისხის ნავთობს ვერ იღებენ. საუბარია ნედლეულში ქლორორგანული შენაერთების მაღალ შემცველობაზე.


მანამდე ბელარუსმა რუსული ნავთობის უხარისხობის გამო დროებით შეაჩერა ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტი უკრაინაში, პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში. „ბელნეფტექიმში“ აცხადებდნენ, რომ ამის გამო რუსული მხარისგან კომპენსაციას მოითხოვენ.


რუსულმა კომპანიამ „ტრანსნეფტი“ 21 აპრილს აღიარა მისი ნავთობის უხარისხობა და დაბინძურების წყაროები. კომპანიამ ხარვეზის უმოკლეს დროში გამოსწორების პირობა დადო.


სხვა სიახლეები