• Ƀ/$

კორეაში 10 000 დასაქმებულზე 710 რობოტი მოდის

29 აპრილი 12:00 | ტექნოლოგიები

ადამიანებს მანქანები სამუშაო ადგილზე აქტიურად XIX საუკუნიდან ანაცვლებენ. პროცესი დღემდე გრძელდება და მიუხედავად იმისა, რომ მთელ რიგ ქვეყნებში უმუშევრობის დონე-40-50 წლიან მინიმუმზეა ტექნოლოგიებისადმი შიში მაინც არსებობს. 

რობოტების ადამიანზე გაბატონების შესახებ ჰოლივუდური ბლოკბასტერები უკვე მოსაწყენიც კი გახდა, თუმცა მას საფრთხედ მიიჩნევდა ისეთი ცნობილი მეცნიერიც როგორიც იყო სტივენ ჰოუკინგი. ხელოვნური ინტელექტის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვს ილონ მასკსაც. მასკი ხელოვნურ ინტელექტს ატომურ ბომბზე საშიშს უწოდებს, თუმცა თავის Tesla-ში მძღოლის ფუნქციები მნიშვნელოვნდაა შემცირებული და მალე მისი უპილოტო ვერსიაც გამოვა სერიულად.


როგორც არ უნდა შევხედოთ საკითხს ფაქტია, რომ რობოტების ინდუსტრია მდიდარ ქვეყნებშია განვითარებული, რაც მათ კონკურენტუნარიანობას აძლიერებს. 10 000 დასაქმებულზე ყველაზე მეტი 710 რობოტი სამხრეთ კორეაზე მოდის, 658 რობოტით მეორე ადგილზე სინგაპურია, რომელსაც 322 რობოტით მესამე ადგილზე მყოფი გერმანია მკვეთრად ჩამორჩება.



მიუხედავად იმისა რომ 1800 წლიდან დღემდე პლანეტის მოსახელობა 7.7-ჯერ 1-დან 7.7 მლრდ-მდე გაიზარდა, უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი 10.5-ჯერ 95-დან 9 პროცენტამდე შემცირდა, მაშინ როცა სერიოზული ნაშრომები იწერებოდა, რომ მოსახლეობის ზრდის შემთხვევაში პლანეტას მათი გამოკვების რესურსი აღარ ექნებოდა. თუმცა პროდუქციის სიიაფე სწორედ ტექნოლოგიებმა განაპირობეს. თვითღირებულების შემცირება გასაყიდ ფასსაც ამცირებს, რაც მასზე ხელმისაწვდომობას ზრდის. ხელით შრომის შემთხვევაში ისეთი ყოველდღიური მოხმარების საგნები როგორებიცაა, ტელევიზორი, ლეპტოპი, სმარტფონი ან მაცივარი ფუფუნების საგნებად დარჩებოდა.


გარკვეული ბოლომდე პასუხგაუცემელი კითხვები მაინც რჩება. XIX საუკუნეში მანქანამ ადამიანს ფიზიკური შრომა შეუმსუბუქა. 1 დანადგარი 1 საათში იმდენ პროდუქტს ამზადებდა რამდენსაც 20, 50 ან სულაც 300 მუშა მთელი დღის განმავლობაში. XX საუკუნეში მოწყობილობებმა რთული მათემატიკური გამოთვლები ითავეს. რა მოხდება XXI საუკუნეში თუ რობოტებმა აზროვნება და გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობები შეიძინეს? ხელევნური ინტელექტის გარკვეულ დონეზე განვითარების მიუხედავად ჯერ მათ ადამიანის ტვინის დონემდე ბევრი უკლიათ და სავარაუდოდ საუკუნის ბოლომდე ეს ასეც დარჩება.


ცოტა პარადოქსულია, მაგრამ ხელოვნური ინტელექტის წინააღმდეგ Microsoft-ის დამფუძნებელი და პლანეტაზე სიმდიდრით მე-2 ადამიანი ბილ გეითსიც გამოდის და რობოტების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის იდეას აყენებს. გარდა იმისა რომ გადასახადები საბოლოო პროდუქციის ფასს ზრდის, რის მიმართაც ყველაზე მგრძნობიარე დაბალშემოსავლიანი სეგმენტია, რთულია იმის დადგენა რა შეიძლება ჩაითვალოს ხელოვნურ ინტელექტად მხოლოდ ჰუმანოიდი, ადამიანის მსგავსი აგებულების რობოტი თუ ვირტუალური კომპიუტერული პროგრამაც.


მსგავს თემაზე:

ბრიტანეთში, რობოტები ყოველწლიურად 80 000 სამუშაო ადგილს შთანთქავენ


ილონ მასკი ადამიანისა და მანქანის ერთგვარი სიმბიოზის იდეით გამოვიდა


ხელოვნური ინტელექტი 2026 წელს სასკოლო გამოცდებს წარმატებით ჩააბარებს


Amazon მმართველ პერსონალს რობოტებით ანაცვლებს


მკვლევართა აზრით ხელოვნური ინტელექტი ადამიანს კიდევ 1 საუკუნე ვერ ჩაანაცვლებს


ხელოვნური ინტელექტი სატელევიზიო რეკლამასაც შეცვლის


მოსაზრება რომ ტექნოლოგიები უმუშევრობას ზრდის მცდარია



სხვა სიახლეები