• Ƀ/$

ექსპერტი: "ახალი საბანკო რეგულაციების ნეგატიური ზეგავლენა პრაქტიკულად ამოწურულია"

30 აპრილი 10:06 | ანალიტიკა

საბანკო და საფინანსო საკითხებში ექსპერტი, პროფესორი გიორგი ცუცქირიძე აცხადებს, რომ მისი პროგნოზი ახალ საბანკო რეგულაციებზე გამართლდა და პრობლემა პრაქტიკულად ამოწურულია. ამის შესახებ ის საოციალურ მედიაში წერს:

მე სხვა დროსაც აღმინიშნავს, რომ ამ ტიპის ნებისმიერ საბანკო რეგულაციას ყოველთვის აქვს მოკლევადიანი ნეგატიური ზეგავლენა, რომელიც არის ამოწურვადი და დადებით შედეგს საშუალო და გრძელვადიან პერიოდში გვაძლევს, რისკების შემცირების, საპროცენტო განაკვეთების დაწევის და სისტემის სტაბილური განვითარების კუთხით. ჩვენ ახალი საბანკო რეგულაციების კიდევ ერთ დადებით ეფექტსაც მალე ვნახავთ, როდესაც ბანკების საკრედიტო პორთფელის ბოლო წლების ასიმეტრია, რაც ბიზნეს დაკრედიტების ტემპების შემცირების ფონზე, სამომხმარებლო დაკრედიტების არაპროპორციულ ზრდაში იყო ასახული, გასწორდება და დაკრედიტების აქცენტები ბიზნეს დაკრედიტების მხარეს გადავა.


ექსპერტთა ნაწილის მოსაზრება, თითქოს ახალი საბანკო რგულაციების ზეგავლენა ეკონომიკაზე და იპოთეკურ დაკრედიტებაზე იქნებოდა ცალსახად ნეგატიური, აღმოჩნდა გადაჭარბებული, ხოლო პირველი კვარტლის შედეგებმა პრაქტიკულად დადასტურა, რომ მთელი ეს კამპანია დიდწილად იყო ორკესტრიტრებული ცალკეული პოლიტიკური(ოპოზიციური) თუ ინტერესთა ჯგუფების მიერ; აქვე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ საერთო ტენდენციის და რეგულაციის ზეგავლენის ეფექტის გაცილებით ობიექტურად შესაფასებლად ერთი წელი უნდა გავიდეს.


მიმდინარე წლის პირველი 3 თვის ანუ 1 აპრილის მდგომარებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, საკრედიტო პორთფელი გაზრდილია 20.6 %-ით 21,7 მლრდ ლარიდან 26,2 მლრდ ლარამდე, რაც თუნდაც გასული 2017-2018 წლების პერიოდის ზრდის(20.5%) იდენტურია. მაგრამ რაც ყველაზე ნიშანდობლივია, საკრედიტო პორთფელში იურიდიული პირების დაკრედიტება გაზრდილია 9,757 მლრდ ლარიდან 12, 084 მლრდ ლარამდე ანუ 23,6 %-ით, მათ შორის მშენებლობის დაკრედიტება 28,6 %-ით, მრეწველობაზე გაცემული სესხები გაზრდილია 20 %-ით, ვაჭრობაზე გაცემული სესხების მოცულობა გაზრდილია 23 %-ით, სასტუმროებზე და რესტორნებზე საერთოდ სარეკორდო-37 %-ით!


ამ მონაცემებიდანაც ნათალად ჩანს, რომ ახალმა საბანკო რეგულაციებმა და ლარიზაციის სტრატეგიამ გაამართლა და აარა თუ არანაირი შემცირება ბიზნეს დაკრედიტების კუთხით არ მომხდარა, არამედ პირიქით ზრდის ტრენდზეა გასული! ერთადერთი დარგი სადაც ზრდა შედარებით მოკრძალებულია არის სოფლის მეურნეობა და ზრდა აქაც 8.5 %-ია, ამასთან ავღნიშნავ რომ სოფლის მეურნეობის ხვედრითი წილი იურიდიულ პირებზე გაცემულ სესხებში, ტრადიციულად გაცილებით მცირეა და მხოლოდ 3.3 %-ს შეადგენს.


ახლა რაც შეეხება შინამეურნეობებზე გაცემულ სესხებს. უზრუნველყოფილი, როგორც წესი ძირითადად უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების მოცულობა, რომელშიც გადიან მეწარმე ფიზიკური პირებიც, ბოლო წლების მიხედვით, სარეკორდო 33,4 %-ით არის გაზრდილი, რაც დოლარიზაციის მაჩვენებლის გათვალისწინებით, გაცვლითი კურსის ეფექტსაც თუ გამოვრიცხავთ, მაინც მაღალი, საშუალოდ 25 % იქნება !!!. ესეც კიდევ ერთი მითის მსხვრევა, რომ მცირე მეწარმეებს სესხების გაცემა შეეზღუდათ!


ერთადერთი მნიშვნელოვანი შემცირება არის მოკლევადიანი სამომხმარებლო სესხების ნაწილში, 659 მლნ ლარიდან 261 მლნ ლარამდე ანუ 400 მლნ ლარით, და ეს როგორც მოსალოდნელი იყო შეეხო სწრაფი ანუ ონ ლაინ სესხების და საყოფაცხოვრებო ტექნიკით განვადებების სეგმენტს. მაგრამ აღსანიშნავია, რომ ეს შემცირება სამომხმარბლო სესხების ნაწილში მთლიანად გადაფარა გრძელვადიანმა სამომხმარებლო სესხებმა რომელიც გაიზარდა 3,063 მლრდ ლარიდან ,3,526 მლრდ ლარამდე ანუ მთელი 463 მლნ ლარით! აქედან კიდევ ერთი დასკვნა, საბანკო პორთფელს ახასიათებს გადადინების ეფექტი, ერთი მიმართულებიდან მეორე მიმართულებით!!! ესეც არის შედეგი არსებული ბიზნეს მოდელის ტრანსფორმაციისა და ამ ტიპის ახალ საბანკო პროდუქტებს ჩვენ უკვე ვხედავთ ბანკების შეთავაზებებში.


რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სამომხმარებლო სესხებზე გაზრდილია 16,3 % დან 17 %-მდე, ზრდა გაცილებით მაღალია მოკლევადიან სესხებზე ეროვნული ვალუტით 20 % დან 22,7 %-მდე, მაგრამ თუნდაც გასული წლის ოქტომბერ-დეკემბერში საშუალო საპროცენტო განაკვეთი 27 %-შეადგენდა! ეს ბუნებრივიც არის, შეაუმცირდათ რა ბანკებს რეალიზაცია განვადებებზე გაზარდეს ამონაგებიც, მაგრამ მომავალში პროცენტი აქაც დაიკლებს, წმინდა კონკურენციის ფაქტორის გამო. რისკის პრემია რეალურად კი არ გაზრდილა, არამედ დადასტურებული შემოსავლის პირობებში, პირიქით შემცირებულია!


ბუნებრივია, ჩვენ სხვა დროსაც ავღნიშნეთ, რომ რეგულაციებმა მოკლევადიან სამომხამარებლო სესხების კუთხით შექმნა პრობლემებიც, განაკუთრებით სავაჭრო ქსელებისათვის, მაგრამ როგორც ბანკებს, ასევე მათაც მოუწევთ ბიზნეს მოდელების გადაწყობა. მაგრამ, არ მიმაჩნია სერიოზულ და გადაუჭრელ პრობლემად;
ჩვენ ვხედავთ ახალ ტენდენციასაც, სავაჭრო ობიექტები, რომლებიც საყოფაცხოვრებო ტექნიკით განვადებების პრაქტიკას იყენებდნენ, ნელ-ნელა გადადიან შიდა განვადებების ახალ ბიზნეს მოდელებზე.


საქონლის შეძენის გამარტივების მიზნით, არსებობს ძალიან კარგი საერთაშორისო პრაქტიკა, როცა თავად მაღაზიები და სავაჭრო ქსელები, საკრედიტო ისტორიის გადამოწმების შემდეგ, კლიენტებზე გასცემენ განვადების ბარათებს და ყიდიან საქონელს მისი ფასით, გარკვეულ ვადაში პროცენტის გარეშე დაბრუნების პირობით. ერთადერთი პროცენტის დარიცხვა ხდება დადგენილი ვადის გადაცილების შემდგომ.


თუ ჩვენთანაც ანაკლოგიური მოდელები დაინერგება იქნება ძალიან კარგი, იგივე კომერციული ბანკები პრაქტიკულად ყველა მიმართულებით მონოპოლიზებას ცდილობდნენ, მათ შორის განვადებების კუთხითაც, სადაც საკმაო შემოსავალს იღებდნენ, ე.წ. ეფექტური საპროცენტო განაკვეთის სახით სესხის დამტკიცების და გადამოწმების საკომისიოს აღებით!


მსგავს თემაზე:

საბანკო რეგულაციების კორექტირება სტატისტიკურ მონაცემებზეა დამოკიდებული


სებ–ის პრეზიდენტმა ახალი საბანკო რეგულაციების შედეგები მიკროსაფინანსოებს გააცნო



სხვა სიახლეები