თურქეთის ცენტრალური ბანკი ელვისსისწრაფით კარგავს საერთაშორისო სავალუტო რეზერვებს, ყიდის რა დოლარს ლირის გასამყარებლად, რომელიც წლის დასაწყისიდან უკვე 15%–ით შესუსტდა. ამით ლირამ მსხვილი ეკონომიკების ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა.
თურქეთის მთავარი ბანკის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები წლის დასაწყისიდან 26%–ით – $9 მლრდ–ით.
19 აპრილს დასრულებული კვირის მონაცემებით, ცენტრალურმა ბანკმა კიდევ $1,9 მლრდ დახარჯა და წმინდა რეზერვების სახით მას მხოლოდ $26,9 მლრდ დარჩა, წერს Financial Times რეგულატორის სტატისტიკაზე დაყრდნობით.
რეალურად კი რესურსები ბანკს კიდევ უფრო ნაკლები აქვს: ჯამური თანხიდან $13,8 მლრდ ვალია, რომელიც რეგულატორმა კომერციული ბანკებისგან სვოპ ოპერაციებით მოიზიდა.
მსგავს თემაზე:
თურქულმა ლირამ გაუფასურების რეკორდი მოხსნა
რეკორდული გაუფასურების შემდეგ ლირა 17%-ით გამყარდა
ლირა გაუფასურებას განაგრძობს, კურსმა 6.66-ს გადააჭარბა