• Ƀ/$

Google ძებნისა და ლოკაციების ისტორიას ავტომატურად წაშლის

2 მაისი 17:31 | ტექნოლოგიები

Google მომხმარებელს ძებნისა და ლოკაციების ისტორიის 3 თვის თავზე ავტომატურად წაშლის ფუნქციას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გიგანტური საძიებო სისტემიდან მომხმარებლების ისტორია Youtube-დან, Map-დან და საძიებო ველიდან წაიშლება. პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით იუზერებს ინფორმაციის წაშლა 3 ან 18 თვის თავზე შეეძლებათ.

Google-ს განცხადებით აღნიშნული ფუნქია უახლოეს კვირებში ამოქმედდება.

ცნობისთვის, ნოემბერში საძიებო სისტემის გიგანტს ბრალი დასდეს, რომ ის მომხმარებლის ადგილმდებარეობას იგებდა მაშინაც, როცა მათ ლოკაციის ფუნქცია გამორთული ჰქონდათ.


მსგავს თემაზე:

Google-ს ახალი ფუნქცია – „თვითგანადგურებადი“ წერილები Gmail-ზე


Google ახალი ინსტრუმენტის შესაქმნელად MasterCard-ისგან მონაცემებს ყიდულობს



სხვა სიახლეები