• Ƀ/$

„თელასის“ ტექნიკური დირექტორი თანამდებობიდან გადადგა

2 მაისი 19:44 | კომპანიები

სს „თელასის“ ტექნიკური დირექტორი ვახტანგ ქინქლაძე თანამდებობიდან გადადგა.

კომპანიის ცნობით, ქინლაძემ თანამდებობა პირადი გადაწყვეტილებით დატოვა და მუშაობას სხვა სამსახურში გააგრძელებს.


ვახტანგ ქინქლაძემ კომპანია „თელასში“ 2010 წელს დაიწყო მუშაობა. 2013 წელს ის ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა. როგორც „თელასში“ აცხადებენ, ვახტანგ ქინქლაძის კომპანიაში მუშაობის პერიოდში მრავალი პროექტი განხორციელდა, რომელთა მიზანი იყო თბილისის ელექტრომომარაგების საიმედოობის და ხარისხის გაუმჯობესება, ასევე სიმძლავრეების გაზრდა ელექტროქსელის შემდგომი განვითარებისთვის.


სხვა სიახლეები