• Ƀ/$

ინფლაციის განაკვეთმა აპრილში 0.2 % შეადგინა

3 მაისი 11:42 | ეკონომიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.1% შეადგინა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:


სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.7 %-იანი მატება, რაც 0.21 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (5.6 %), ხილი და ყურძენი (5.0%), ასევე ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.0 %). ამასთან, ფასების კლება დაფიქსირდა რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (-3.8 %)


ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ფასები გაიზარდა 1.4 %-ით, რამაც 0.04 პროცენტული
პუნქტით მოახდინა ზეგავლენა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე. ფასების მატება დაფიქსირდა
როგორც ტანსაცმელზე (1.7 %), ისე ფეხსაცმელზე (1.1 %);


სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ფასები მომატებულია 0.7%-ით.
შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა მთლიან ინდექსში 0.03 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ჯგუფში
ფასების მატება დაფიქსირდა ღამის გასათევით მომსახურებაზე (2.8%).


წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:


სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.9 %-ით, რაც
წლიურ ინფლაციაზე 1.82 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ
ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (25.8%), თევზეული (13.9%), პური და
პურპროდუქტები (11.3%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4.7 %). ამასთან,
ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-22.3%);


ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 21.%-თ, რაც 1.38 პრო-
ცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე.


ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (44.4%);
დასვენება, გართობა და კულტურა: ფასები გაზრდილია 7.2%-ით, შესაბამისად
ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.41 პროცენტული პუნქტი შეადგინა.


ფასები გაიზარდა გასართობ და კულტურულ მომსახურებაზე (6.7%);
ტრანსპორტი: ფასები მომატებულია 2.3%-ით, რაც 0.29 პროცენტული პუნქტით
აისახა წლიურ ინფლაციაში. ჯგუფში ფასების ზრდა, ძირითადად, დაფიქსირდა პირადი
სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3.5%).


 


მსგავს თემაზე:

წლიურმა ინფლაციამ იანვარში 2.2% შეადგინა


ინფლაციის განაკვეთმა მარტში 3.7%-ს მიაღწია



სხვა სიახლეები