• Ƀ/$

საბაჟო-გამშვებ პუნქტ ,,კარწახში“ DUTI FREE-ის მოწყობის მიზნით აუქციონი გამოცხადდა

3 მაისი 12:22 | კომპანიები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საბაჟო-გამშვებ
პუნქტ ,,კარწახის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის - DUTI
FREE-ის მოწყობის მიზნით, გამოაცხადა ელექტრონული აუქციონი. 

მის საფუძველზე გამარჯვებულს იჯარის ფორმით 10 წლის ვადით სარგებლობაში
ადმინისტრაციულ შენობაში არსებული ფართი გადაეცემა.


აუქციონის დასრულების ვადაა 2019 წლის 27 მაისის 16:00 საათი.
ელექტრონული აუქციონის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ
ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე www.eauction.ge
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური


მსგავს თემაზე:

ფინანსთა მინისტრმა სავალუტო ფონდის წარმომადგენელს ციფრული საბაჟოს განვითარების პერსპექტივები გააცნო


ახალი საბაჟო კოდექსი 2019 წლიდან ამოქმედდება


ახალი საბაჟო კოდექსის პროექტი საკომიტეტო მოსმენაზე განიხილეს



სხვა სიახლეები