• Ƀ/$

ფინანსთა მინისტრმა ინოვაციების მიმართულებით ინვესტიციების ზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა

6 მაისი 13:35 | ფინანსები

მნიშვნელოვანია აზიის განვითარების ბანკის მიერ ინვესტიციების გაზრდა განათლების, ინოვაციებისა და ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით -აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა ADB-ს წლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ პლენარულ შეხვედრაზე. 

აზიის განვითარების ბანკში საქართველოს მხრიდან მმართველის სტატუსით, ივანე მაჭავარიანმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა ბანკის სამომავლო სტრატეგიულ მიმართულებებზე, განსაკუთრებით, ხაზი გაუსვა ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით წევრ ქვეყნებში ADB-ს მიერ გაწეული მხარდაჭერის მნიშვნელობას. 


გარდა ამისა, ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა საქართველოს მთავრობის მიერ განათლების სექტორში, ასევე, ადამიანური კაპიტალის განვითარების კუთხით ბოლო პერიოდში განხორციელებულ პროგრესსა და ამჟამად ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ, აღნიშნა რა, რომ ადამიანური კაპიტალის განვითარება, მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა.


საქართველოს ფინანსთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი ტექნოლოგიების, განათლებისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით ინვესტიციების გაზრდა, ხელს შეუწყობს ეკონომიკის მდგრად განვითარებას აზიის განვითარების ბანკის წევრ სახელმწიფოებში. 


სხვა სიახლეები