• Ƀ/$

6 დღეში საბაჟო გამშვებ პუნქტებზე 26 740 ღერი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს

6 მაისი 13:53 | ფინანსები

30 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეების ფიზიკური და მათი მართვის ქვეშ არსებული სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების შედეგად,  ჯამში, 26 740 ღერი (1337 კოლოფი) არადეკლარირებული სიგარეტი, ელექტრო სიგარეტის აპარატი (IQOS – 11 ცალი),  ალკოჰოლური სასმელი (5 ლიტრი) და ასევე 626 ცალი საბერძნეთისა და ლიტვის პირადობისა და მართვის მოწმობაზე ლამინირებისათვის დასაკრავი პოლიეთილენის ფირი აღმოაჩინეს.


საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას ათასი  ლარის ოდენობით შეეფარდათ. ხოლო 2 მაისს, სგპ ბათუმის აეროპორტში, რუსეთის მოქალაქე გ.ნ-ს ფიზიკური დათვალიერებისას გამოვლენილი არადეკლარირებული საქონლის (ელექტრო სიგარეტის აპარატი (IQOS) - 5 ცალი, სიგარეტი  -  7 580 ღერი) საბაჟო ღირებულებამ  4 980 ლარი შეადგინა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.


მსგავს თემაზე:

აზერბაიჯანში სიგარეტზე სააქციზო გადასახადი გაიზარდა


ფინანსთა სამინიტრომ 52 960 ღერი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოავლინა



სხვა სიახლეები