• Ƀ/$

თურქული ლირა მკვეთრად გაუფასურდა

6 მაისი 16:07 | ფინანსები

თურქული ლირა მკვეთრად გაუფასურდა და დოლართან მიმართებაში 6.00-იან ნიშნულს გადასცდა, რაც პირველი შემთხვევაა გასული წლის ოქტომბრის შემდეგ.

ლირა დენომინირების დღიდან მოყოლებული (2006 წლის 1-ლი იანვარი) მუდმივად უფასურდება, გაუფასურების ტემპი 2018 წელს დაჩქარდა, აგვისტოში პიკს მიაღწია და დოლარის ღირებულება 2 კვირაში 4.92-დან, 6.92-მდე გაიზარდა, თუმცა შავ ბაზარზე 7.00-ს აჭარბებდა. გამყარების შემდეგ 1-ლი იანვრისთვი კურსი 5.39-მდე შემცირდა, მარტიდან კი ისევ გაუფასურება დაიწყო.



თურქეთს დღემდე დაძაბული ურთიერთობა აქვს აშშ-ისთან. რუსული საზენიტო დანადგარების S 400-ების შეძენის გამო ვაშინგტონმა ანკარისთვის მეხუთე თაობის გამანადგურებლების F35-ების მიყიდვა დაბლოკა. ინფლაციის მაჩვენებელი თურქეთში 20%-ს აჭარბებს, 2018 წლის მეორე ნახევარში ეკონომიკა მინუსში გავიდა.


31 მარტის თვითმართველობის არჩევნებში მთლიანობაში პრეზიდენტ ერდოღანის პარტიამ გაიმარჯვა, თუმცა მან ყველა დიდი ქალაქი, მათ შორის ანკარასა და სტამბოლში წააგო.


მსგავს თემაზე:

თურქეთის ეკონომიკა რეცესიაშია



სხვა სიახლეები