• Ƀ/$

რუსეთიდან ამერიკული გიგანტი ბანკი გადის

7 მაისი 10:00 | ფინანსები

ამერიკული ბანკი Morgan Stanley რუსეთის ცენტრალურ ბანკს თავისი რუსული წარმომადგენლობის საქმიანობის შეჩერების შესახებ განცხადებით 2020 წლის პირველ კვარტალში მიმართავს.

ამის შესახებ Forbs ბანკის წლიურ ანგარიშზე დაყრდნობით წერს.


გარდა ამისა, Morgan Stanley უარს იტყვის საპროკერო და დეპოზიტარის ლიცენზიებზე. ბანკი რუსეთის ტერიტორიაზე მხოლოდ საკონსალტინგო ბიზნესს შეინარჩურებს, რომელსაც ლიცენზირება არ სჭირდება.


Morgan Stanley მსოფლიოს ერთ–ერთი უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტია. ბანკის ჯამური აქტივები $850 მლრდ–ს აღემატება.


ბოლო წლებში რუსეთის ბაზრიდან რამდენიმე მსხვილი უცხოური ბანკი გავიდა: 2015 წელი – Royal Bank of Scotland, 2016 წელი – Barclays, თავისი ბიზნესი მნიშვნელოვნად შეამცირეს Deutsche Bank–მა და Credit Suisse–მ.


მსგავს თემაზე:

რუსეთიდან კაპიტალის გადინებამ 4 თვეში $21 მლრდ–ს მიაღწია


რუსეთიდან კაპიტალის გადინება დაჩქარდა


რუსეთიდან კაპიტალგადინება 48-ჯერ გაიზარდა



სხვა სიახლეები