• Ƀ/$

თურქული ლირა ფსკერისკენ მიექანება

7 მაისი 11:47 | ფინანსები

თურქული ლირა რეკორდულ გაუფასურებას განაგრძობს. დოლართან მიმართებაში კურსი 3 საათში დამატებით 2%-ით გაუფასურდა და 6.18-ს გადააჭარა.

ლირის კურსი ბოლო 1 თვეში 13%-ით დავარდა. ქვეყანაში ერთდროულად მოქმედებს როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური კრიზისი. ინფლაცია 20%-ს აჭარბებს, მშპ-ს ზრდის ტემპი 0-ს ქვემოთაა. აშშ-ისთან დაძაბული ურთიერთობის გამოსწორების ალბათობა დაბალია. 31 მარტის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები პრეზიდენტ ერდოღანის პარტიამ ზეწოლისა და დარღვევების მიუხედავად ყველა დიდ ქალაქში წააგო, თუმცა სტამბოლში შედეგები გაუქმდა და ხელახალი არჩევნები დაინიშნა.


 


სხვა სიახლეები