• Ƀ/$

BMW-ის საოპერაციო მოგება 78%-ით შემცირდა

7 მაისი 11:38 | კომპანიები

ავტომობილების გერმანული მწარმოებლის BMW-ის საოპერაციო მოგება პირველ კვარტალში 78%-ით შემცირდა, მას შემდეგ რაც კომპანია იძულებული გახდა ევროკავშირის ანტიმონოპოლიურ ორგანიზაციისთვის €1,4 მლრდ გადაეხადა.

კომპანია აცხადებს, რომ მისი მოგება €589 მლნ-ით გაიზარდა, რაც ე.წ. ლუქს მანქანების რეალიზაციის ზრდის დამსახურებაა. ისინი ასევე ინარჩუნებენ ფიქსირებული აქტივების 36%-იან ზრდას.


ცნობილია, რომ წლის მეორე ნახევარში BMW მე-3 სერიის განახლებული სედანისა და X7 ჯიპის გაყიდვას დაიწყებს, რაც კომპანიის მოგებას კიდევ უფრო გაზრდის.


მსგავს თემაზე:

BMW, Peugeot და Hyundai ახალ მოდელებს წარადგენენ


BMW-მ ახალი თაობის ელექტრული ქროსოვერის Vision iNEXT კონცეფცია წარმოადგინა



სხვა სიახლეები