• Ƀ/$

აშშ-ში ელექტრომობილების გაყიდვების ზრდის ტემპი შემცირდა

8 მაისი 11:44 | ტექნოლოგიები

ელექტრომობილების გაყიდვები 2019 წელსაც ზრდის დინამიკას აჩვენებს, ოღონდ აშშ-ში ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად 10%-მდეა შემცირებული, მაშინროცა 2018 წლის პირველ 4 თვეში ზრდის ტემპი 35%-ს აღწევდა.

აპრილში აშშ-ში 21 255 ელექტრომობილი გაიყიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 1632-ით აღემატება. 4 თვეში გაყიდვებმა 82 500-ს მიაღწია, რაც 2018 წლის პირველი 4 თვის მონაცემებს მონაცემებს 8700-ით აღემატება.


თუ აშშ-ში ზრდის ტემპი 10%-მდეა შემცირებული, მსოფლიო მასშტაბით ის 62%-იან ნიშბულზეა. 2018 წლის პირველ კვარტალში მსოფლიოში სულ 304 ათასი ელექტრომობილი გაიყიდა, 2019 წლის პირველ კვარტალში კი 495 ათასი.



მსოფლიო მასშტაბით გზებზე სულ 5 მლნ ელექტრომობილი მოძრაობს, რაც მთელი ავტოპარკის დაახლოებით 0.4%-ს შეადგენს. რაოდენობრივად ყველაზე მეტი ელექტრომობილი ჩინეთშია, პროცენტულად ნორვეგიაში.


მსგავს თემაზე:

ელექტრომობილების რბოლაში ჩინეთი იმარჯვებს


ელექტრომობილების ინდუსტრიაში გერმანია $45 მლრდ-ს ინვესტირებას მოახდენს


ელექტრომობილების ხაზს Audi-ც აფართოებს


ირლანდიაში ელექტრომობილების გაყიდვები 541%-ით გაიზარდა


Aston Martin–მა პირველი ელექტრომობილი წარმოადგინა



სხვა სიახლეები