• Ƀ/$

ლარი მკვეთრად უფასურდება

8 მაისი 12:24 | ფინანსები

ლარი გაუფასურებას განაგრძობს. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე თბილისის დროით 8 მაისს 12 საათზე კურსმა დოლართან მიმართებაში 2.7360-ს მიაღწია.

წლის დასაწყისში დოლარის ღირებულება 2.6727-ს შეადგენდა. 19 თებერვლამდე კურსი 2.6404-მდე გამყარდა. აღსანიშნავია, რომ იანვარ-თებერვალში სებმა სავალუტო ბაზარზე 9 ინტერვენცია განახორციელა და ჯამსი ბრუნვიდან $135 მლნ ამოიღო.


მიმდინარე კურსი ყველაზე მაღალია 2018 წლის 9 ნოემბრის შემდეგ როდესაც 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.7505 შეადგინა.


ლარისგან განსხვავებით ლირა მცირედით 6.18-დან 6.16-მდე გამყარდა, თუმცა ლარის გაუფასურება მეტწილად სწორედ ლირის ვარდნასა და მისგან გამოწვეულ მოლოდინებს უკავშირდება.


სხვა სიახლეები