• Ƀ/$

ახალი კრიზისი ევროპაში – იტალიის საბერძნეთიზაციის საფრთხე

8 მაისი 14:50 | ფინანსები

ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წესების გამკაცრების გარეშე, იტალიამ ჯარბი სახელმწიფო ვალით რისკი, შესაძლოა, მთელ ევროზონას შეუქმნას.

ამის შესახებ The Local წერს.


„ევროკავშირის წევრი ქვეყნების სანქციებმა საგარეო ვალის ზრდაზე, შესაძლოა, იტალიის მეორე საბერძნეთად გადაქცევის რისკი შეამციროს. ეს იქნება ერთდადერთი პრევენციული ზომა იმისთვის, რომ იტალიამ რისკის ქვეშ მთელი ევროზონა არ დააყენოს“, - განაცხადა სებასტიან კურცმა.


იტალიის სახელმწიფო ვალი ამ დროისთვის  დაახლოებით €2,3 ტრლნ–ს, ანუ იტალიის მთლიანი შიდა პროდუქტის 132%-ს შეადგენს, რაც ევროკავშირის 60%-იან ზღვარს ორჯერ და მეტად აღემატება.


იტალიის მმართველმა კოალიციამ საარჩევნო დაპირებების შესასრულებლად, რომელიც გადასახადების შემცირებასა და სოცილაური დახმარების გაზრდას გულისხმობდა, ასევე გაზარდა ბიუჯეტის დეფიციტი.


მსგავს თემაზე:

საბერძნეთი ევროკავშირისგან 6,7 მლრდ–იან დახმარებას მიიღებს


საბერძნეთმა ვალების რესტრუქტურიზაციას მიაღწია


საბერძნეთი კრიზისიდან გამოდის



სხვა სიახლეები