• Ƀ/$

Binance-ის ანგარიშებიდან $41 მლნ-ის ბიტკოინები მოიპარეს

8 მაისი 15:21 | კრიპტოეკონომიკა

ჰაკერებმა კრიპტოვალუტების უმსხვილესი გადამცვლელი სისტემიდან $41 მლნ ღირებულების ბიტკოინები გაიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კომპანია Binance-ის განცხადებით ჰაკერებმა სისტემაზე ერთჯერადი თავდასხმით 7000 ბიტკოინი მოიპარეს. ამის გამო კრიპტოვალუტების გადაცვლის სერვისი დროებით შეზღუდულია. კომპანია მომხმარებელს სთხოვს, რომ ფაქტს გაგებით მოეკიდოს.


გავრცელებული ინფორმაციით, ჰაკერებმა სისტემის უსაფრთხოებაზე თავდასხმისა და მასში ვირუსების გავრცელებისთვის მრავალფეროვანი ტექნიკა გამოიყენეს.


საბოლოოდ მათ ე.წ. „ცხელი საფულის“ ანგარიშებსა და მომხმარებელთა ტრანზაქციებზე წვდომა მოიპოვეს. აღნიშნული შემნახველი პორტფელი Binance-ის საერთო კრიპტოვალუტების მოცულობის 2%-ს შეადგენდა. კომპანიის განცხადებით დანარჩენ „საფულეებს“ საფრთხე არ ემუქრებათ. Binance ასევე აცხადებს, რომ ზარალს სრულად აანაზღაურებს.


მსგავს თემაზე:

გერმანიის საფინანსო ზედამხედველობის სამსახური ბიტკოინში კაპიტალდაბანდების წინააღმდეგია


დიდ ბრიტანეთში საკრედიტო ბარათებით ბიტკოინის ყიდვა აკრძალეს


ბიტკოინს რუსეთში შეზღუდვები ემუქრება



სხვა სიახლეები